ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46044

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს დაარსდა ბათუმის სკოლა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით ბოდიში მოუხადა, რომ ვერ აღრიცხეს სასწავლო წიგნები და ნივთები, რადგან მოულოდნელად მიიღეს და არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. შემდეგში დეტალურად ჩაიწერდნენ სპეციალურ რვეულში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, სასწავლო წლის დასაწყისში მიიღო წიგნები გამგეობისგან და სოფელში დაურიგა მოსწავლეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც კითხვა იცოდა. მას არ აღურიცხავს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების რაოდენობა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში ისწავლებოდა გერასიმე კალანდარიშვილის მიერ თარგმნილი „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელი ვანო ვაჩნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებდა, რომ მოსწავლეთაგან ყველა ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სრული შემოსავალი იყო 16185 მანეთი და 70 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სალაროში 11854 მანეთი და 56 კაპიკი და ორი მომგებიანი ბილეთი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1881

ტიპი: ავტორობა

მღვდელმა ლაზარე ტურიევმა შეადგინა „სახელმძღვანელო ლოცვების, ათი მცნების, ცხრა ნეტარების და სიმვოლო სარწმუნოების შესასწავლებლათ“ (გამოიცა 1881 წელს).

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში მასწავლებელმა ფ. მატკავამ მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ ვალდებულებას იღებდა, წარმოედგინა ცნობები სკოლის შესახებ გამგეობის ბრძანების თანახმად ყოველი წლის 1-ლ მარტს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 და 1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გიორგი აბაშიძე საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, რევაზ ერისთავმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ვახტანგ თულაშვილმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, მიხეილ ერისთავმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ივანე პოლტორაცკიმ 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ალექსანდრე პოლტორაცკიმ 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ორგანიზაცია

1881 წელს სვიტბეი ანჩაბაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ზაქარია დიმიტრის ძე გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს იოსებ მერაბის ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს რაჟდენ თარხანოვი მუშაობდა სოფელ კონდოლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებულ პირველდაწყებით სასწავლებელში.