რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 14 თებერვლამდე ელისაბედ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძეს ვალის გადაუხდელობის გამო უსაყვედურა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 29 დეკემბრამდე ილია ჭავჭავაძე მეფისნაცვალთან აუდიენციაზე მიჰყვა წყალდიდობით მძიმედ დაზარალებულ ყვარლის მოსახლეობის დეპუტაციას და მოახერხა, რომ მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება მდ. დურუჯის ნაპირების ჯებირით გამაგრების შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვლის გაზეთ „ზაკავკაზიეში“ აღნიშნული იყო, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებამ ილია ჭავჭავაძისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხის განხილვა მისი პეტერბურგში გამგზავრების გამო გადადო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 7 თებერვალს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ შეიტანა შუამდგომლობა მისი, როგორც სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურთა მხრიდან არჩეული წევრის, დაჯილდოების შესახებ. ეს საკითხი გუბერნიის თავად-აზნაურთა 18 თებერვლისთვის დაგეგმილ საგანგებო კრებაზე უნდა განიხილათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფათალი ხან ხოისკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მთავრობის სახელით საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელისთვის გაგზავნილი ნოტის ასლი გაუგზავნა. დეპეშაში ფათალი ხან ხოისკი ჰასკელს „დობროარმიის“ მიერ დაღესტანში დატრიალებული ტრაგედიის გამო შექმნილი კონფლიქტის მოგვარებას სთხოვდა.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ჭავჭავაძის თხოვნით პეტერბურგის უნივერსიტეტის მმართველობამ გაუგზავნა მას მოწმობა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ მეცნიერებათა კურსის მოსმენის შესახებ, მაგრამ რადგან მე-4 კურსიდან გამოვიდა, მოწმობის მიხედვით, სამოქალაქო სამსახურში შესვლის შემთხვევაში უფლება ჰქონდა, მხოლოდ მეორე თანრიგის მოხელედ ემუშავა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის მარტიდან ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში შეხვდა ივანე ჯავახიშვილს. ილიას აინტერესებდა, საქართველოს ისტორიაში იყო თუ არა შრომის კოოპერატიული ფორმის მსგავსი რამ. დადებით პასუხი რომ მიიღო, ჯავახიშვილს ამ თემისადმი მიძღვნილი წიგნისთვის ისტორიული ნაწილის დაწერა შესთავაზა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, რამდენად დაეყრდნობოდა ჟორდანია ამ მშენებლობის დროს გლეხობას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, რამდენად შეესაბამებოდა ჟორდანიას დასახული გეგმა „მუშათა კლასის ჰეგემონიისგან“ გათავისუფლებული გუშინდელი გლეხობის ფსიქოლოგიას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის აზრით, მომავალში საქართველო, ეს წვრილი მიწათმფლობელობის ქვეყანა, იქნებოდა დემოკრატიული წყობისა, რომელშიც აისახებოდა „მუშათა კლასის ჰეგემონიისგან“ განთავისუფლებული გუშინდელი გლეხობის ფსიქოლოგია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის აზრით, მიწის წვრილ მესაკუთრეთა, უმეტესად წვრილ ბურჟუათა ფენა, იქნებოდა საქართველოს მომავალი სახელმწიფო წყობის ძირითადი დასაყრდენი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის ვარაუდით, მიწის რეფორმის განხორციელების შედეგად, სოფელში არც პროლეტარიატი და არც მუშათა კლასი არ იარსებებდა. იქ თუ მთლიანად არა, უმეტესად მაინც, მიწის წვრილი მესაკუთრეები იბატონებდნენ, თავიანთი საკუთარი ინტერესებითა და იდეებით, ვისაც სოციალიზმის იდეა ვერანაირად ვერ მოხიბლავდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განიხილა ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, უმუშევარ მუშათა სოფლებში დაბრუნების გათვალისწინებით, საჭირო იყო ყურადღების მიქცევა ეკონომიკურად უფრო ძლიერ სოფლის მოსახლეობაზე – ყოფილ გლეხებსა და მემამულეებზე, რომელთაც მოწინავე პოზოციები უნდა დაეკავებინათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.