ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიტროპოლიტმა ვლადიმერმა გიორგი შარვაშიძეს სოფელი დიღმის მოსახლეთა განაჩენის დამტკიცების დაჩქარება სთხოვა, რომელიც სოფელ დიღომში ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის დაარსებას გულისხმობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ქართულ თეატრში შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მიწვეული იყვნენ არტისტები: ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გამყრელიძისა, საყვარელიძე და რჩეულოვისა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის ივლის-აგვისტოში ხარიტონ შიოშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში მსახურად მუშაობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ რევოლუციურმა გამოსვლებმა იკლო და ილია ჭავჭავაძე საგურამოს მეურნეობაში წესრიგის დამყარებას ცდილობდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი სოფრონის ძე ჯაში საგურამოს მოურავად დანიშნა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავა სამსახურებრივი საქმეების გამო ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრა. ილიამ წუხილი გამოთქვა, მოურავად ისეთი დამანიშნინეს, ხალხს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებსო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ წიწამურელ გლეხებს, რომლებიც მისი მიწებით სარგებლობდნენ და გადასახადი მოწეული ხორბლით უნდა გადაეხადათ, დადებული პირობის შესრულება მოსთხოვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ორი კვირით მეუღლის გარეშე იყო საგურამოში. თბილისში ოლღას წერილით შეატყობინა, რომ მათი ახალი მოურავი დიმიტრი ჯაში თაღლითი აღმოჩნდა და ახალ მოურავს ეძებდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 14 იანვარს ილია ჭავჭავაძე ვლადიმერ მიქელაძესთან წვეულებაზე ვერ წავიდა, რადგან კავკასიის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის საბჭოს წევრ კრიმ გირეის მიერ სკოლებში ადგილობრივი ენების გამოყენების საწინააღმდეგო გამოსვლის საპასუხო სიტყვაზე მუშაობდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ ფსევდონიმით რიგოლეტო დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის „სადღეისო ვიზიტები“, რომლის ერთ-ერთი შარჟი ილია ჭავჭავაძეს ეძღვნებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ დიმიტრი ჯაში ხშირად დადიოდა წიწამურსა და საგურამოს ბაღში გლეხთა შეკრებებზე და მათ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ განაწყობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 თებერვლამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი უორდროპის წერილი და ინგლისურ ენაზე გამოცემული „განდეგილი“ მიიღო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავამ ილია ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ დაინახა, როგორ გამოდიოდა საგურამოს მოურავი დიმიტრი ჯაში ჟანდარმთა სამმართველოდან ხელში ბრეზენტის ჩანთით და ქაღალდებით. ფაღავას მცხეთის ჟანდარმერიაში რომ უკითხავს, ილიას მოურავს იქ რა უნდოდაო, უთქვამთ, რომ მათთან თანამშრომლობდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 6 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ბზიკი“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ხილად“ მინაწერით „ახალ თაობის რაინდს“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით დუტუ მეგრელი დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საახალწლო ნობათი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ რედაქტორს/მწერალიც თან გაჰყოლოდე ...“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 3 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი უნდა გადაეხადა საზოგადოების საპატიო წევრის, გაბრიელ ეპისკოპოსისითვის.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ილია ჭავჭავაძემ ანდრია ღულაძესა და გიგო თოიძესთან ერთად კონსერვების დამამზადებელი ამხანაგობა „ანკარა“ ჩამოაყალიბა და საგურამოში სახლის წინ დაიწყო წარმოება.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 30 იანვარს ილია ჭავჭავაძეს უცნობმა პირმა რუსულ ენაზე ლექსი მიუძღვნა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 16 იანვრიდან ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩანაწერები გააკეთა საბანკო კრიზისის შესახებ.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 26 იანვრამდე ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „კვალის“ 1893-1895 წლების ნომრებიდან მასალა ამოიწერა და კომენტარები დაურთო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 9 მარტს ილია ჭავჭავაძე ქუთაისში ჩავიდა, შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილსა და ლევან ჯანდიერთან ერთად სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძეს ესტუმრა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 26 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ვრცელი საპასუხო წერილი გაუგზავნა მარჯორი უორდროპს და მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ მისი წყალობით ინგლისელები საქართველოს და მის მწერლობას გაეცნენ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 16 იანვრიდან ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა, რომ საბანკო საკითხებზე პოლემიკის დროს ხშირია ერთმანეთის ლანძღვა, აქვე აღნიშნავს ალექსანდრე ჩოლოყაშვილის წინდახედულებას ბანკის საქმეებთან დაკავშირებით.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის დახოცვის შემდეგ ყაჩაღები ილია ჭავჭავაძეს ახალ-ახალ გამაფრთხილებელ ნიშნებს აძლევდნენ, მაგ., საგურამოში სასტიკად დაუხოცეს შინაური ცხოველები.