რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვრიდან სოფელი მეღვრეკისის სამრევლო სკოლაში კენჭაძე მასწავლებლად მუშაობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში სოფელ მეღვრეკისში სამრევლო სკოლა დაარსდა, რომელიც ადგილობრივი მღვდლის, კენჭაძის სახლში იყო მოწყობილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილმა კრებას აცნობა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი, ნიკოლოზ დიასამიძე გარდაიცვალა. კრების წევრებმა ფეხზე ადგომით სცეს პატივი მის ხსოვნას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით იმის გამო, რომ ისაია ფურცელაძემ სახელმწიფოს 20 ათასი რუბლი შესწირა დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად, ამ სკოლის კედლებზე მისი პორტრეტი უნდა დაეკიდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის ნოე ხომერიკის წინადადებით ისაია ფურცელაძე, რომელმაც დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად სახელმწიფოს 20 ათასი რუბლი შესწირა, უნდა დანიშნულიყო ამ სკოლის საპატიო მეურვედ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის ნოე ხომერიკის წინადადებით მადლობა უნდა გადაეხადათ მთავრობის სახელით ისაია ფურცელაძისთვის, რომელმაც სახელმწიფოს მამული გადასცა და დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად 20 ათასი რუბლი შესწირა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ისაია ფურცელაძე მამულს ფლობდა გორის ოლქში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ისაია ფურცელაძეს გორის ოლქში მდებარე მამული შეუწირავს სახელმწიფოსათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის, ნოე გიორგის ძე ხომერიკის წინადადებით დაადგინეს ისაი ფურცელაძის მიერ შემოწირული მამულის დაკანონება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ისაია ფურცელაძეს 20 ათასი რუბლი შეუწირავს დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას წინადადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი სიტყვით უნდა გამოსულიყო ამიერკავკასიის ქალაქთა ყრილობის დელეგატთა წინაშე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბაქოში გასაგზავნი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელ ისიდორე რამიშვილისათვის 40 ათასი რუბლი უნდა გამოეყოთ კომისიიის საქმიანობისათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბაქოში გასაგზავნი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელი ისიდორე რამიშვილისათვის 10 ათასი რუბლი უნდა გადაეცათ გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი საქართველოს სახალხო განათლების მინისტრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბაქოში გასაგზავნი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელად ისიდორე რამიშვილი უნდა დანიშნულიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის წინადადებით დადგენილ იქნა ბაქოში სპეციალური კომისიის გაგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს სამხედრო მინისტრის, გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძის წინადადებით მთავრობის საქმეთა მმართველ სერგო დავითის ძე ჯაფარიძეს დაევალა 10 მილიონიანი ფონდიდან დარჩენილი თანხის დადგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით დაადგენეს სახალხო განათლების მინისტრისთვის 5 ათასი რუბლის ოდენობის კრედიტის გახსნა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით გაგრის თვითმართველობას ქალაქის რეალური სასწავლებლისთვის წელიწადში 100 ათასი რუბლი უნდა გამოეყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით დადგენილ იქნა გაგრის თვითმართველობისთვის ქალაქის რეალურ სასწავლებლზე მეურვეობის უფლების გადაცემა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით დადგენილ იქნა გაგრის რეალური სასწავლებლის განათლების სამინისტროსათვის დაქვემდებარება.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 ოქტომბერს ქალაქის საბჭომ აირჩია საგანგებო კომიტეტი, რომელსაც თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრა. ამ კომისიის წევრები იყვნენ: კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რეიტერი, კ. მ. ალიხანოვი, ნიკოლოზ ვასილის ძე არგუტინსკი-დოლგორუკოვი და პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინი.