ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. მოხსენებაში ჟორდანიას სახელმწიფოს მომავალი წყობის ჩამოყალიბების გეგმა დაუსახავს, ის პროგრამა, რომელიც დასახულ მიზნამდე მიიყვანდა სოციალ-დემოკრატებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიის თანხმად, თავის მოხსენებაში, რომელიც თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე წაუკითხავს, ჟორდანია სოციალ-დემოკრატებს მოუწოდებდა, შეექმნათ სახელმწიფო, რომელიც პირველ რიგში უპოვართა კლასის ინტერესებს დაიცავდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. თუმანოვის თქმით, ჟორდანიას მოხსენების კრიტიკა მხოლოდ მისი შეხედულებების კრიტიკა გახლდათ და არა მთლიანად მთავრობისა. თუმანოვი ბრალს სდებდა ჟორდანიას ვიწრო პარტიულ აზროვნებაში და სახელმწიფოებრივი ხედვის არქონაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. თუმანოვის აზრით, ფაქტი, რომ ჟორდანიამ თავისი მოხსენება წაიკითხა კერძო დაწესებულებაში და არა საქართველოს ეროვნულ საბჭოში, მეტყველებდა იმაზე, რომ მოხსენებაში ჩამოყალიბებული პრინციპები თვითონ მომხსენებლის პირადი შეხედულებების შედეგი იყო მხოლოდ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 29 აპრილს კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტევის ნაცვლად პრეზიდენტად გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი აირჩია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი არაკჩიევი იყო მუსიკის თეორეტიკოსი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი იყო ეროვნული საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში მუსიკის თეორიის კლასისთვის მოწვეული იყო დიმიტრი არაკჩიევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 15 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვიშემირსკაია, ვლადინა და გედევანოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილია სოლომონის ძე აბაშიძე იყო ვიოლონჩელისტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში მოწვეულები იყვნენ სიმღერის კლასის პედაგოგები: გ. ი. კირილოვა, ა. ი. ჯაყელი და რ. ნ. პოლიაევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლონჩელის კლასით მოწვეული იყო პედაგოგი ილია სოლომონის ძე აბაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს კლასით მოწვეული იყვნენ პედაგოგები: ი. ი. ფიშბერგი, ა. ნ. კარაევი და თ. ს. კაცი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ნიკოლაი ნიკოლაევი პიანისტი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს თბილისში გამართულ წარმოდგენაზე ნიკოლაი ნიკოლაევს შთამბეჭდავად შეუსრულებია როიალზე E-mol კონცერტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე იყო ეროვნული საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, რუსულმა ეროვნულმა საბჭომ იშუამდგომლა საქართველოს სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინაშე. შუამდგომლობა ეხებოდა თბილისში რუსული განყოფილების გახსნას ან მიხეილის სახალხო სარკინიგზო სასწავლებელში მისაღები გამოცდების რუსულ ენაზე ჩაბარების შესაძლებლობას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილია აბაშიძე იყო ხელოვნების მუშაკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ილია სოლომონის ძე აბაშიძე ქართული სახალხო ოპერის რეპერტუარის განახლებას გეგმავდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თავისუფალი მხატვარი ილია (ილიკო) სოლომონის ძე აბაშიძე ქართული სახალხო ოპერის ორგანიზაციას შეუდგა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს შეუმუშავებია ცირკულარი, რომელიც მიუთითებდა 1919 წლის ხარჯთაღრიცხვის შედგენის წესს. ცირკულარი დაეგზავნა ყველა სამინისტროს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 15 სექტემბერს დუშეთში ჩატარდებოდა დუშეთის ოლქის გლეხობის კრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ რაჟდენ მათეს ძე არსენიძე და რაფიელ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ჯვარიშეიშვილი იყო ბათუმის გიმნაზიის დირექტორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი იყო მიხეილის გიმნაზიის დირექტორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ევგენი ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილი იყო ერევნის გიმნაზიის დირექტორი.