ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ვალოდია ლორთქიფანიძემ ოდესის უნივერსიტეტი დაამთავრა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იანი წლებიდან გრიგოლ აბაშიძე იყო პოეტი.

1880

ტიპი: ავტორობა

გრიგოლ აბაშიძე ადრეული ასაკიდან ავლენდა სამწერლო ნიჭს და უკვე 1880-იან წლებში მისი ლექსები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში დედის სურვილით შევიდა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი ერთხანს სწავლობდა ოდესაში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი ოდესის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანმა, ქუთაისსა და ოდესაში სწავლის შემდეგ, ორი წელი იმსახურა წინანდლის საუფლისწულო მამულში.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში შიო მღვიმელის დიაკვან ძმას, სანდროს არ ჰქონდა საშუალება, რომ სკოლაში მიებარებინა პატარა შიო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ნიკოლოზ დარსკი იყო არქიმანდრიტი.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში აკაკი წერეთლის ლექსის „ხანჯალი“ წაკითხვის შემდეგ შიო მღვიმელს რუსული ენის სწავლის გაგრძელება აღარ უნდოდა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში დიმიტრი თოფურიამ თბილისის იუნკერთა სასწავლებელი დაასრულა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში დიმიტრი თოფურიამ დაიწყო სამხედრო სამსახური ზაქათალის 164-ე ქვეით პოლკში.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში დიმიტრი თოფურია მეთაურობდა ასეულს, შემდეგ – ბატალიონს.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში იოსებ გედევანიშვილმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაასრულა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში იოსებ გედევანიშვილმა პავლეს პირველი სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1880

ტიპი: ღონისძიება

სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, მათე კერესელიძე გორში დაფუძნდა და ოჯახიც იქ შექმნა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ზაქარია ყიფშიძემ, ძმების მსგავსად, გორის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაამთავრა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი უკრაინაში, ქალაქ სუმიში.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა სამხედრო სამსახური დაიწყო თურქესტანის მე-4 ბატალიონში.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 6 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „რა გავაკეთეთ ბათუმში?“

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „არყის ბაჟი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ჩვენი ხელოსნობა და ხელოსნები“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 იანვარს ილია ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ყიფიანი და ივანე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.