ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობ-მრეწველობის მინისტრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ვლადიკავკაზის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მხარდასაჭერად ქართული კლუბის მიერ გამართულ სალიტერატურო, სამუსიკო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი და სხვ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში მოსე ჯანაშვილი ასწავლიდა ქართულ ენას მიწის მზომელთა სასწავლებელში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს იაკობ ფანცხავა თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად გამოვიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს იაკობ ფანცხავამ თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ჩამოაყალიბა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იაკობ ფანცხავამ შეადგინა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის მანიფესტი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იაკოს ფანცხავას შედგენილი მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის მანიფესტი დაიბეჭდა გაზეთში „ახალი ნაკადი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გორის მაზრის სოფელ წითელ საყდარში თათართა შემოსევას შეფარებულ ლტოლვილთა შორის იმყოფებოდა ვასილ კოპტონაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს მესხეთ-ჯავახეთში თათართა შემოსევის დროს განადგურდა ვასილ კოპტონაშვილის ნაწერების დედნები.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს თათართა შემოსევამ მესხეთ-ჯავახეთში გაანადგურა ვასილ კოპტონაშვილის ოჯახის ქონება და მდიდარი წიგნთსაცავი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1923 წლებში ვასილ კოპტონაშვილი მანგლისის ახლად გახსნილ პროგიმნაზიაში ქართულ ენას ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

იაკობ ფანცხავა 1918 წლამდე ქუთაისში ყოფნის პერიოდში იყო საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ ჩხეიძე ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ ჩხეიძე ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს შალვა ნუცუბიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე მიიწვიეს.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩია საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იოსებ პავლეს ძე გობეჩია სოციალისტ-რევოლუციონერთა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სიმონ ქვარიანი სოხუმში გადასახლდა, სადაც ორნახევარი წელიწადი დაჰყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია, კერძოდ, დიმიტრი ჩოლოყაშვილის მიერ შეძენილი ელექტროსადგურის ნასყიდობისა და ქართლ-კახეთის თავადაზნაურობისათვის გადაცემის აქტები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია, კერძოდ, თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის გაფორმებული პირობის წერილი რკინიგზის აქციების განაღდების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. კერძოდ, თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის გაფორმებული პირობის წერილი რკინიგზის დამატებითი აქციების შესახებ.