ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51387

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიაში დასაქმება მოითხოვა ვასილ ვალერიანის ძე მელაძემ, რომელიც იყო ჯიხაიშის, ხოლო შემდეგ რგანის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე.

1918

ტიპი: განათლება

ვასილ ვალერიანის ძე მელაძემ დაამთავრა ქუთაისის საოსტატო სემინარია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა, თბილისის მეოთხე გიმნაზიის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგმა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს მასწავლებელი გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე ცხოვრობდა ვერაზე წმინდა ნიკოლოზის გალავანთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ ჯანაშიას ქვრივ ელენე ჯანაშიას ერთდროული დახმარების სახით 600 მანეთი გადასცა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, სიმონ ივანეს ძე გზელიევი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, გიორგი სიმონის ძე მოსეშვილი ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიული განყოფილების მსმენელი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ფლორენცია კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის წევრობის კანდიდატი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გეოგრაფიის პედაგოგი შალვა ნიკოლოზის ძე მატვიევი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ალექსანდრე დავითის ძე თორაძე 1918 წელს ერთხელ დაესწრო საზოგადოების კრებას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გერმანული ენის პედაგოგი ალექსანდრე სერგის ძე შულგინი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა 1918 წელს 4-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხოცევსკი სოხუმის განათლების ინსპექციის ოჩამჩირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ო. დ. მარღანია, სამართლის პედაგოგი, სოხუმის განათლების ინსპექციის ოჩამჩირის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა. მისი ანაზღაურება 750 რუბლს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პლატონ გოგია სოხუმის განათლების ინსპექციის ოჩამჩირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. მისი ანაზღაურება 1440 რუბლს შეადგენდა.