ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გალის სკოლის ქართული ენის პედაგოგის პეტრე ჭარაიას თხოვნა ერთი თვის ხელფასის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, პეტრე ჭარაიასთვის დასახმარებლად ერთი თვის ხელფასი გაეგზავნათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ: ქონებათა გამგე გიორგი გვაზავა; სექციის წევრები: რევაზ გაბაშვილი და კოტე მესხი, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი და ბუღალტერი კონსტანტინე შათირიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ: ქონებათა გამგე – გიორგი გვაზავა; სექციის წევრები: რევაზ გაბაშვილი და კოტე მესხი, სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი. სხდომაზე გადაისინჯა კანცელარიის შედგენილი თავადაზნაურობის უძრავო მამულების, ნასყიდობის აქტების, სარგებლიანი ქაღალდების, ვექსილების, ფონდებისა და დეპუტატთა საკრებულოს ინვენტარის სიები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე რევაზ გაბაშვილს დაევალა საადგილმამულო კომისიის დოკუმენტების ჩაბარება და სექციის მოსამსახურეთა შტატების შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციამ პეტრე მამრაძეს წერილი გაუგზავნა დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე მესხი, კონსტანტინე შათირიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე რევაზ გაბაშვილს დაევალა საადგილმამულო კომისიის დოკუმენტების ჩაბარება და სექციის მოსამსახურეთა შტატების შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გადაისინჯა კანცელარიის მიერ შედგენილი თავადაზნაურობის უძრავი მამულების, ნასყიდობის აქტების, სარგებლიანი ქაღალდების, ვექსილების, ფონდებისა და დეპუტატთა საკრებულოს ინვენტარის სიები.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს იოსებ ნადირაძე რაჭის რწმუნებულად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს ივანე საყვარელიძე შორაპნის მაზრაში მსაჯულად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს რაჟდენ გამსახურდია სენაკში მსაჯულად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 იანვარს მხედართა დელეგატების ყრილობის წარმომადგენლობამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს საზავო კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობის დასწრების შესახებ. ხელს აწერს თავმჯდომარე მიხეილ იშხნელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 იანვარს მხედართა დელეგატების ყრილობის წარმომადგენლობამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიწის შესახებ დეკრეტის გამოცემის თაობაზე. ხელს აწერს თავმჯდომარე მიხეილ იშხნელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, სასკოლო სექციის გამგემ ბესარიონ ლომთათიძემ განცხადა, რომ მის თანაშემწედ აირჩიეს ვარლამ ბურჯანაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ქონებათა სექციის გამგემ, გიორგი გვაზავამ კომიტეტს მოახსენა ღარიბ მოწაფეთა წერილის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოება იძულებულია გაასხვისოს თავის კუთვნილებაში არსებული სახლი ქართული გიმნაზიის შესანარცუნებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს თბილისის გუბერნიაში ტყეების გაჩეხვის საკითხი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე გლეხთა დელეგატების საოლქო ცენტრმა მოითხოვა ნივთიერი დახმარება, რაზედაც ეთქვა უარი უსახსრობის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე სამხედრო სექციამ მოითხოვა 13000 მანეთი შტატების მოსაწყობად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე სამხედრო სექციას გადაეცა 13000 მანეთი შტატების მოსაწყობად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით, ახალციხეში გაიგზავნა ჯარი მართლწესრიგის დასაცავად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საქართველოს ეროვნულ საბჭოს დაევალა კომიტეტის პრეზიდიუმის საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ მასალების შეკრება და მოხსენების მომზადება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის გამგეს, გიორგი გვაზავას წერილი მისწერა მსახიობთა საპროფესორო კავშირის საბჭომ კაფე "პარიზის" ტერიტორიის მათი დაქვემდებარების ქვეშ გადაცემის შესახებ.