ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52195

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ვარლამ ბურჯანაძე მიიჩნევდა, რომ: ატენის, ვარიანის, საგურამოს, ყალამშის, წერაქვის, ნავთლუღის, ზუგდიდის, წინარეხის, მოიდანახეს, გერგეთისა და შრომის სკოლების პედაგოგებს ანაზღაურება უნდა მომატებოდათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კალენიკე გიორგის ძე გოგიბერიძე თბილისის საბჭოს ხმოსანი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს ირაკლი ირაკლის ძე ჭავჭავაძე ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ელენე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ივანე გიორგობიანისა და ვასილ წულაძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ვარლამ ბურჯანაძისა და კალენიკე ქავთარაძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად სერგო იაშვილისა და არჩილ ჯაჯანაშვილის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება ქართული ეროვნული საბჭოს დაქვემდებარებაში გადავიდა. ფაქტი ხელმოწერით დავით თედეშვილმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მალაქია ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებად დიმიტრი დუმბაძისა და შიო არაგვისპირელის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პავლე მაჭავარიანი საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საქართველოს ნაციონალური საბჭოს ფინანსური სექციის წინადადების თანახმად შეიქმნა ქართველ ვაჭართა 39-კაციანი კომიტეტი. კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა აერჩიათ პრეზიდიუმი და აღმასრულებელი კომიტეტი. პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს იასონ ლორთქიფანიძე. არჩეულ პირებს საქართველოს სავაჭრო მდგომარეობის შესწავლა დაევალათ.