ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 მაისიდან 1881 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას წევრებისგან შემოუვიდა 1158 მანეთი, ქუთაისის ბანკიდან 1000 მანეთი, ფულის სარგებელი 277 მანეთი და 50 კაპიკი, სურამის წარმოდგენიდან 50 მანეთი, თბილისის სკოლის მოსწავლეებისგან 33 მანეთი და 50 კაპიკი, დაბრუნებული შემოსავალი 30 მანეთი. საზოგადოებას სულ შემოუვიდა 2549 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 16 მაისს სოფელ ნაესაკაოს სკოლის მასწავლებელმა ივლიანე ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო ცნობა N247, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ გაეგზავნებოდა წიგნები და სასწავლო ნივთები.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 17 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქართული თეატრის მატიანე“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პირველი წლის მუშაობის ანგარიში დაამტკიცეს და მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვა დაგეგმეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 მაისს სასულიერო სემინარიაში მე-6 კლასის მოსწავლეთა გამოცდას დაესწრნენ ეგზარხოსი პალადი და მამა ნიკანორი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სამმოქმედებიანი ისტორიული დრამა „კუდურ ხანუმი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის პოემა „ასპინძის ომი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალექს ბუვიეს რომანის „იზა“ მესამე ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის სიმღერა „აგერ მოდის ფარანის ხმაზე“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის ლექსი „გლეხ-კაცის ტანჯვას ვინ მოსთვლის“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვლ. მიქელაძის ლექსი „მაცდურს“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის ივნისში ეკატერინე გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრო.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 1-ელ ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური სხდომაზე საზოგადოების მუშაობის პირველი წლის ანგარიში განიხილეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძის რეჟისორობით ქართულმა დრამატულმა დასმა ახალი პიესის მომზადება დაიწყო.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სექტემბრისთვის თბილისისა და ბათუმის სკოლების გახსნის საკითხი განიხილეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 7 ივნისის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ეკატერინე გაბაშვილის სტატიის მიხედვით, ქართველი ქალები შეჩვეულები არ იყვნენ საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობას.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ მიიღო ზაქარია ჭიჭინაძის წინადადება, მისგან ნახევარ ფასად შეეძინათ მისგან წიგნები.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს ბათუმში სკოლების მდგომარეობის შესწავლა დაევალა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, რომ გიორგი იოსელიანის მიერ შედგენილ „საღმრთო ისტორიას“ არ დაბეჭდავდნენ, რადგან ის სკოლის სახელმძღვანელოდ არ გამოდგებოდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 17 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „როგორც ზოგიერთ ავადმყოფს“ გამოქვეყნდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 20 ივნისს ვასო აბაშიძე ილია ჭავჭავაძისა და თეატრალური ამხანაგობის მიმართ პროტესტის ნიშნად სპექტაკლზე არ მივიდა, ამიტომ წარმოდგენა არ შედგა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 21 ივნისს სოფელ შილდის სკოლის მასწავლებლის, გიორგი აღნიევის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ შილდაში თითქმის 13 წელია არსებობს სკოლა, რომელიც თავდაპირველად ებარა მღვდელ მ. დიმიტრი აღნიევს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 22 ივნისს კავკასიის მეფისნაცვალმა დაამტკიცა ქართულ წარმოდგენათა მმართველი საზოგადოების წესდების პროექტი, შედგენილი ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძის მიერ.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „სასამართლოები ჩვენში“.