ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52195

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ანდრია ბენაშვილი ივანე ჯავახიშვილთან ერთად გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პროფესორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

ანდრია ბენაშვილი და პეტრე მელიქიშვილი 1918 წლიდან იყვნენ ქართული უნივერსიტეტის პირველი პროფესორები ბუნებისმეტყველების დარგში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ივანე ყაზბეგი მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში დიმიტრი თოფურია ქართულ ჯარში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში დიმიტრი თოფურია საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან დავით მაჭავარიანი საქართველოში ჩამოვიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, დავით მაჭავარიანი ქართულ ჯარში მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი სამხედრო სამინისტროში, სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი ოფიცერთა საკრებულოს სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლიდან იოსებ გედევანიშვილმა დაიწყო სტატიების გამოქვეყნება სამხედრო ისტორიისა და სამხედრო ხელოვნების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველო სამხედრო მინისტრის №34 ბრძანებით, საბრძოლო დამსახურებისათვის იოსებ გედევანიშვილი წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლიდან, ზაქარია ყიფშიძე მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ზაქარია ყიფშიძეს უცვლელად ეკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ზაქარია ყიფშიძეს ქართული არმიის გენერლის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სტეფანე ახმეტელაშვილი „თამარ მეფის” ორდენით დაჯილდოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სტეფანე ახმეტელაშვილი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დასაწყისში სტეფანე ახმეტელაშვილს ქართული არმიის გენერლის წოდემა მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში სტეფანე ახმეტელაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ მაჰმადიანი ქართველების ყრილობაზე წარმომადგენლებად გაიგზავნებოდნენ აკაკი ჩხენკელი, მიხეილ მაჩაბელი და სამსონ ფირცხალავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამაჰმადიანო საქართველოს სკოლების საერთო გამგედ დამტკიცდა არსენ წითლიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ევგენი გეგეჭკორი და წაიკითხა ოსმალეთის მთავარსარდლისგან გამოგზავნილი დეპეშა ზავის დადებასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილსა და პავლე საყვარელიძეს დაევალათ მობილიზაციის შესახებ მოწოდების შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა დაინიშნა ვექილად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა უცხო სახელმწიფოებიდან ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე. აღნიშნული საკითხის სისრულეში მოყვანა დაევალა საგარეო სექციას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ ოსმალეთთან ზავის დადების თაობაზე საჭირო იყო სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყება სხვადასხვა მთავრობასთან.