რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების მორიგი შეკრება, რომელზეც მიწვეული იყვნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები, ასევე მძიმე მეტალზე პასუხისმგებელი საქარხნო შეხვედრების წარმომადგენელი გრიგოლ ჯანელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება თელავის მაზრაში სამხედრო წესების გამოცხადების შესახებ, მიზეზი ყაჩაღობა იყო. გენერალ-გუბერნატორის უფლებები დროებით გუბერნიის კომისარ მაღლაკელიძეს მიენიჭა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება სამხედრო წესების გამოცხადების შესახებ აწყურისა და ბარელეთის რაიონებში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრის მოხსენება აზოვი-დონის ბანკის შუამდგომლობის შესახებ კრედიტის გაზრდაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ქუთაისის საგანგებო სასამართლოს წევრებად დაინიშნენ: იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა და შალვა იოსების ძე სანებლიძე; ბრალმდებლის მოადგილედ დანიშნეს გედეონ გაბუნია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება ქუთაისის საგანგებო სასამართლოს შესახებ. დაადგინეს: სასამართლოს წევრებად დაინიშნენ სამტრედიის რევოლუციური ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე მიტროფანე ჯანელიძე და წევრები – ევგენი ძიძიგური, ბესარიონ ფარცვანია; ბრალმდებლის მეორე მოადგილედ კი –ტრიბუნალის ყოფილი გამგებელი პავლე წულაია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 ნოემბერს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ პედაგოგიური მუზეუმის დირექტორის ნაცვლად ხელი მოაწერა წერილს, რომელიც გაეგზავნა კავკასიის მასწავლებელთა კავშირის თბილისის განყოფილების გამგეობას. წერილში აღნიშნული იყო, რომ მუზეუმის იურიდიული მდგომარეობა გარკვეული იყო და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ი. ი. აბრამენკო და ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ი. ლ. ბრენერი თბილისის ფონ-ბრენერის სახელობის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 115 ბრძანებით ელიაზარ ხუციშვილი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებალად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ ნინო აკოფოვისამ მაღალ კლასებში ბუნებისმეტყველების სწავლებაზე უარი განაცხადა. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ილია ჯიშკარიანი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დ. მიქაბერიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის განცხადება და შუამდგომლობის თხოვნა, რომ ის პირველი ნოემბრიდან ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაემტკიცებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ როგორც კი მიიღებდა ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის შესახებ საჭირო დოკუმენტებს, მაშინვე გაუგზავნიდა მას. ხელს აწერენ გიმნაზის გამგე და საქმისმწარმოებელი დ. მიქაბერიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ ძიძიგური თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზიის დირექტორს წერენ, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლიდან მიღებული „პირადი შემადგენლობის სიის“ დასამატებლად საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი ცნობები: აქვს თუ არა მიღებული სპეციალური განათლება ელისაბედ ანდრიუშკევიჩს და რა თანამდებობაზეა ე. ნ. პროხოროვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 ნოემბერს სამხედრო იურიდიული აკადემიის კურსდამთავრებული ბ. ი. დუბროვსკი, კ. ე. კაპუსტინი, მ. ი. დიაჩკოვი და კ. ი. ერზიკიანცი თბილისის ფონ-ბრენერის სახელობის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 ნოემბერს ნ. ა. კორჟევსკი, ა. ფ. პოტენკოვსკი, ა. ვ. სიუძიკი, ა. გ. მამულაშვილი და ნ. ბ. ტახუმოვა თბილისის ფონ-ბრენერის სახელობის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე იყო ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N125 ბრძანებით თამარ მიხეილის ასული თაქთაქიშვილი თბილისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დამტკიცდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ნოემბრის N 126 ბრძანებით სევერიანე არსენის ძე მჟავანაძე დროებით ფოთის გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება სოჭის ოლქის სახალხო სკოლების შენახვის შესახებ. დაადგინეს, გაეხსნას განათლების მინისტრს 10-მილიონიანი ფონდიდან 100 000 მ. კრედიტი სოჭის სახალხო სკოლების შესანახად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად სიმონ მდივანი აირჩა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ნოემბერს ქალთა მე-6-ე გიმნაზიის დარბაზში ამავე გიმნაზიის დირექტორ გრიგოლ ლორთქიფანიძის თაოსნობით შესდგა ავლაბრის, ნავთლუხისა და ხარფუხის რაიონებში მცხოვრებ „ქართველთა კულტურულ-განმანათლებელ საზოგადოების“ დამფუძნებელი კრება.