ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52195

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: მიხეილ მაჩაბელი, მაკარ ჯამბაკურ-ორბელიანი, რევაზ გაბაშვილი, დავით გურამიშვილი, ივანე ციციშვილი, ალექსანდრე ამირეჯიბი, იოსებ მამაცაშვილი, ნიკოლოზ ციციშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, ლევან დიასამიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: ლევან ფურცელაძე, მიხეილ ერისთავი, გრიგოლ ერისთავი, მიხეილ ციციშვილი, ვასილ ფავლენიშვილი, ირაკლი ვეზირიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ციციშვილი, მიხეილ გედევანიშვილი, ნიკოლოზ ფალავანდიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: შალვა ქარუმიძე, გიორგი თარხან-მოურავი, ლევან ერისთავი, გიორგი ციციშვილი, ილია ციციშვილი, ალექსანდრე ციციშვილი, სულხან ჭავჭავაძე, დავით ჯორჯაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძე, მაქსიმილიანე ჭავჭავაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: ზაქარია ჭავჭავაძე, მიხეილ ჭავჭავაძე, ივანე მგალობლილშვილი, სვიმონ ვახვახიშვილი, ალექსანდრე ვახვახიშვილი, ვახტანგ ბარათაშვილი, ლევან ჯანდიერი, ივანე ჯანდიერი, ილია ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: ივანე მაყაშვილი, ნიკოლოზ ვახვახიშვილი, ივანე ვაჩნაძე, ნიკოლოზ ვაჩნაძე, მალხაზ ანდრონიკაშვილი, ივანე ანდრონიკაშვილი, ივანე აფხაზი, ალექსანდრე ჯორჯაძე, ნიკოლოზ ჯანდიერი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: იოსებ ანდრონიკაშვილი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, ლევან ვაჩნაძე, გრიგოლ გაბაშვილი, პარმენ გედევანიშვილი, ალექსანდრე კობიაშვილი, შალვა ერისთავი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი, ნიკოლოზ ერისთავი, გიორგი ტერიშვილი, ლევან წინამძღვრიშვილი, დიმიტრი გაბაშვილი, ლუარსაბ ფავლენიშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაღალაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. წევრობის კანდიდატებად დასახელდნენ: ანტონ არჯევანიძე, გრიგოლ ციციშვილი, ვასილ ბაგრატიონ-დავითიშვილი, მიხეილ ერისთავი, ვასილ ავალიშვილი, დავით ვაჩნაძე, გრიგოლ ყარანგოზიშვილი, ლევან მაღალაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს უმაღლესი განათლების მქონე მარგალიტა სტეფანეს ასული გაბილია 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავარი ინსტრუქტორის, ბ. თავზაიას და მისი მოადგილის,ტიტე მარგველაშვილის მოწოდება ერობის ინსტიტუტის შემოღების შესახებ, რომელსაც უნდა გადაეცეს ძალაუფლება მაზრებსა და სოფლებში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 თებერვალს იესე ნებაძემ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომელშიც ის სოფელ ღრელში ქართული სკოლის გახსნას ითხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა გიორგი ლასხიშვილის გადაწყვეტილებით გადაიდო 7 თებერვლისათვის, ვინაიდან სოციალ-დემოკრატ-მენშევიკების ფრაქციამ პარტიული კონფერენციის გამო, ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ იგი წავიდოდა გორის მაზრაში, იქ გამეფებული ანარქიის გამო. გუბერნიის კომისარმა შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მოითხოვა მაზრაში ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის დანიშვნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, კოტე აფხაზი, შალვა ამირეჯიბი, იოსებ გედევანიშვილი, კოტე მაყაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, იესე ბარათაშვილი, მიხეილ მაჩაბელი, რევაზ გაბაშვილი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

პირები
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ლასხიშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან სოციალ-დემოკრატ-მენშევიკების კონფერენცია პარალელურად მიმდინარეობდა და ვერ მოახერხებდნენ დასწრებას, სხდომა 7 თებერვლისათვის უნდა გადადებულიყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 თებერვლის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N4) ფსევდონიმით სელოს ძმა გამოქვეყნებული სტატია „საუბარი ქალიშვილებთან“ ეხება ქალთა უფლებებსა და მათ მონურ მდგომარეობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 თებერვლის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N4) დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ერთმოქმედებიანი პიესა „ქალი და აჩრდილი“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 თებერვალს მარგალიტა გიგინეიშვილი დამტკიცდა არითმეტიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საინგილოს სკოლებისათვის 20 250 მან. გადადების საკითხი. დაადგინეს: გაეხსნას განათლების მინისტრს 10-მილიონიანი ფონდიდან ამ თანხის კრედიტი საინგილოს სკოლების ხარჯთა დასაფარად 1918 წლის 1-ლი აპრილიდან 31 დეკემბრამდე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კრებას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლები დაუყოვნებლივ გადასცემოდა სახალხო განათლების სამინისტროს უწყებას ან სამოსწავლო ოლქის კომისარიატის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა სკოლების შესანახად დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა სამინისტროს წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა და სკოლების შესანახად 30 000 მანეთი ეთხოვათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ბუნების კარის“ გამოცემის საკითხი. ქაღალდის უქონლობის გამო მხოლოდ 11 000 ცალი უნდა დაებეჭდათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ორი მაჰმადიანი ქართველი მოსწავლის – მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილისა და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილის თხოვნა ფულადი დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათ დასახმარებლად 450 მანეთი გადაედო.