რეგისტრირებული ფაქტები50429
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს პოლკოვნიკ სამსონ ასათიანის მიერ ფრონტიდან გამოტანილი სამხედრო ქონების დაცვის ორგანიზაციის მოწყობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის წერილი, ბანკის მოგებიდან გიმნაზიისთვის ოცდათორმეტი ათასი მანეთის სუბსიდიის დანიშვნის შესახებ. სექციამ დაადასტურა ეს დადგენილება.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ივნისს პროკოფი მოსეს ძე დოლიძე შრომის სამისნისტროს საკანონმდებლო წინადადებების განყოფილებაში მდივნად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს შრომის სამინისტრომ ლეონ ოგანესის ძე ელბაქიანცი მარგანეცის მწარმოებლებსა და მუშებს შორის კონტრაქტის საკითხების განსახილველად ფოთში გააგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 მაისს ვეჰიბ-მეჰმედიმ აკაკი ჩხენკელს მადლობის წერილი გაუგზავნა ბათუმში თურქი ტყვეების დასაცავად გენერალ ნაზარბეგოვის მიერ გატარებული ღონისძიებების გამო. დოკუმენტს ხელს აწერს ვეჰიბ-მეჰმედი, სისწორეს ადასტურებს სონოზი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძე არ დაეთანხმა სერგო ჯაფარიძის წარმოდგენილ პროექტს კონსტიტუციის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სერგო ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კონსტიტუციის ძირითადი დებულებები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სერგო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს საჭიროებებიდან გამომდინარე საუკეთესო მოწყობა ფედერაციული რესპუბლიკა იქნებოდა, რადგან ის სახელმწიფოთა შორის ძლიერ კავშირს უზრუნველყოფდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სერგო ჯაფარიძემ ჩამოთვალა საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო კავშირის განკარგვის ქვეშ: დემოკრატია, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, საგარეო პოლიტიკა, სამხედრო რეფორმა, რკინიგზის მშენებლობა, ფოსტა-ტელეგრაფის რეფორმა და განათლება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ სერგო ჯაფარიძის ჩამოთვლილი საკითხები არ შეესაბამება ფედერაციული რესპუბლიკის პროექტს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ ფედერაციული წყობა შვეიცარიის მაგალითზე განიხილა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ამიერკავკასია არ არის ფედერაციული რესპუბლიკის ნიშის ქვეშ ყოფნისთვის მზად, რადგან კულტურული ღირებულებები განსხვავებულია ევროპულისაგან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ გამოთქვა აზრი, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს წარმომადგენლობითი პალატა, სადაც დეპუტატებს აირჩევს ხალხი და საკითხები უნდა წყდებოდეს ხმათა უმრავლესობით. თუ საკითხი შეეხება კონსტიტუციას, ასეთი საქმეების გადაწყვეტა უნდა მიენდოს პარლამენტს და ხალხს. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი და დაცული ინდა იყოს უმცირესობათა უფლებები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ განმარტა ფედერაციული და კონფედერაციული წყობა. მისი აზრით, კონფედერაციას, ფედერაციისგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივი უფლება არ აქვს. კონფედერაციის საფუძველი არის შეთანხმება შემადგენელი ერთეულებისა, ხოლო ფედერაციის – საკუთარი უფლება, ნება და სუვერენიტეტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე მოისმინეს ქართველი თავადაზნაურობის პეტიცია, სადაც ისინი მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის კოდექსით დასჯას ითხოვდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს ამიერკავკასიის და საქართველოს კონსტიტუციის პროექტების შემუშავების საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს ტერმინების: ფედერაციისა და კონფედერაციის განმარტებაზე. ფედერაცია გულისხმობს ძლიერ კავშირს სახელმწიფოთა შორის, ხოლო კონფედერაცია სუსტ კავშირს სახელმწიფოთა შორის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სერგო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თათრებს სურთ კონფედერაციული რესპუბლიკის დაარსება, რაც გულისხმობდა სუსტ კავშირს სახელმწიფოთა შორის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ გამოხატა თავისი ფრაქციის პოზიცია, კერძოდ: არც წმინდა ფედერაციას ემხრობოდნენ და არც წმინდა კონფედერაციას, არამედ მხარს უჭერდნენ შერეულ კონსტიტუციას, რომელშიც ორივეს ელემენტი იქნებოდა გათვალისწინებული.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 მაისს ვერა ივანეს ასული ოლენიცკაია, ვალენტინა გრიგორის ასული პოპოვი, ნადეჟდა დავითის ასული ჩახნაევი და მარია ლოშნოვა ბათუმის ქალთა გიმნაზიაში მუშაობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრთა სია, რომლის მიხედვითაც ნოე რამიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.