ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50005

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, სახალხო გვარდიის შედგენის კანონი სამხედრო კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ წაიკითხა და დასამტკიცებლად წარადგინა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის შემუშავებული პროექტი, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო სრულ ნდობას უცხადებდა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ მთავრობას. წინადადება ერთხმად მიიღეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე გერონტი ქიქოძემ წაიკითხა ნაციონალ-დემოკრატების პროექტი, რომლის თანახმად მთავრობის სამხედრო, აგრარული და ფინანსური პოლიტიკა საფრხეს უქმნიდა ქვეყანას. საბჭო საჭიროდ თვლის მთავრობის ორგანიზებას კოალიციური პლატფორმის საფუძველზე, სახელმწიფოებრივ და სოციალისტურ ელემენტებს შორის პარიტეტის პრინციპით. აღნიშნული პროექტი არ დამტკიცდა საბჭოს მიერ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 ივნისის დადგენილებით საერთო საფუძველზე შტატების შემცირების შესახებ, უშტატოდ დარჩნენ გზათა სამინისტროს  სამეურნეო ნაწილის თანამშრომლები: საქმეთა მწარმოებელი მიხეილ ბელოზერსკი, საქმეთა მწარმოებლის დამხმარე გიორგი აზვესტოპულო; დაქირავებული მოსამსახურეები: ელენა ლომანოვა, ანა რომანენკო, ანტონ ჟღენტი, ანტონ ხოდაროვკი, გიორგი ჩიქოვანი, ალექსანდრე ჭილაძე, გიორგი კუცერუბოვი, მიხეილ ადამოვი, დიმიტრი კლიმენკო, პავლე პიატენკო, თეოფილ დუმინიკი. ხელს აწერს ოლქის უფროსი, ინჟინერი გიორგი თუმანოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად ორი წელი მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) თბილისის ქართულ გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად ექვსი წელი მუშობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, საშუალო სასწავლებლის კურსები.

1918

ტიპი: თანამდებობა

ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად სამი წელი მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით მიხაილოვის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ისტორიის სწავლების უფლება მისცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით თელავის ვაჟთა გიმნაზიაში რუსული ენის სწავლების უფლება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს ანტონ კაკტინს განათლების მინისტრის ბრძანებით მიეცა უფლება, ესწავლებინა ლატინური ენა გორის ქალთა გიმნაზიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს კალისტრატე ღიბრაძე განათლების მინისტრის ბრძანებით აცანის დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ივნისს აპოლონ ივანიცკმა (მღვდელი, გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, მასწავლებლობდა სახალხო სკოლებში) განათლების მინისტრს სახალხო სკოლების მეთვალყურის თანამდებობა სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, იღებდნენ თუ არა ხელფასს იმ ეტაპზე ბათუმის ქართული სკოლის პედაგოგები და რამდენს შეადგენდა თითოეულის წლიური ანაზღაურება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, რა თანხა ჰქონდა განყოფილებას და სად ინახავდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წ. ქ. სამტრედიის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის გამგეობის მდივანმა ვ. მელქაძემ რედაქტორ კატო მიქელაძეს სთხოვა ამავე გამგეობის მიერ 1918 წლის 2-4 ივნისს მეომართა სასარგებლოდ გამართული „ფინჯანი ჩაის“ ანგარიშის განთავსება გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ უახლოეს ნომერში. „ფინჯანი ჩაის“ შემოწირულობა იმავე წლის 8 ივნისს გაეგზავნა სამხედრო სამინისტროს. შემომწირველები იყვნენ: კოტე კასრაძე, ელისო კალანდაძე, კლიმენტი გელეიშვილი, აკაკი კალაძე, სიმონ სპირიდონის ძე ქართველიშვილი, ვალიკო ხარებავა, დიმიტრი სტეფანიდი, მ. წერეთლისა („ფინჯან ჩაის“ გამგე), ერინი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც უნდა მოჰყოლოდა ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის გადადგომა თანამდებობიდან. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა მთავრობაში.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1818 წლის ივნისში ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის თანამდებობიდან გადადგომა უნდა მოჰყოლოდა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას მთავრობაში თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდა ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სვიმონ მდივანმა წარადგინა ინიციატივა, რომ სახალხო გვარდიაში მიიღონ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მსურველები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის ინიციატივებიდან სვიმონ მდივნის წინადადება დამტკიცდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდა ექვთიმე თაყაიშვილი, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროსთან დაარსებულ საქონლის გაცვლა-გამოცვლის დროებითი კომიტეტის შესახებ კანონი გადაეცა საფინანსო კომისიას განსახილველად და მოხსენების წარმოდგენის ვადად განესაზღვრა ოთხი დღე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდა ექვთიმე თაყაიშვილი, სამკურნალო მადნეულ-აბანოების, წყლების და ტალახების და მათ გარშემო მდებარე ადგილების სახელმწიფო კუთვნილებად გამოცხადების კანონი გადაეცა აგრარულ და იურიულ კომისიას განსახილველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდა ექვთიმე თაყაიშვილი, მინისტრების, მინისტრების ამხანაგების და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეების ანაზღაურების შესახებ კანონი გადაეცა საფინანსო კომისიას განსახილველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე რაჯდენ არსენიძემ განაცხადა, რომ პრეზიდიუმის წევრების გადაწყვეტილებით, კრებები გაიმართება კვირაში ორჯერ: სამშაბათსა და პარასკევს.