რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ დავით ავალიშვილთან და მიხეილ გრუზინსკისთან ერთად დაწერა განმარტებითი ბარათი სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის ერთ-ერთი წევრის პასუხად, რომელმაც საყვედური გამოთქვა საიპოთეკო ფურცელების გაცემის შეჩერებაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბანკის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, დროებითი შეჩერება აპრობირებული მეთოდია სხვა ბანკებშიც და კლიენტურის დაკარგვას არ იწვევს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 5 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძე ბაქოში მყოფ ქართველებთან ერთად დაესწრო გიორგი წერეთლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
1900
ტიპი: გარდაცვალება
1900 წლის 12 იანვარს ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გარდაიცვალა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 15 იანვრამდე ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირებისთვის ბაქოში გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ნოე რამიშვილი გაგრის ფრონტზე ინგლისელ გენერალს შეხვდა და ინგლისის მიმართ საქართველოს კეთილგანწყობაში დაარწმუნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გენერალი სოსო მდივანი აჭარაში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გენერალი სტეფანე ახმეტელი კახეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მაისში, რუსეთთან ზავის დადების შემდეგ, სოსო მდივანი მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გენერალი იოსებ გედევანიშვილი სომხეთიდან შემოსული ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წიგნი, რომლის მიხედვით სოფელ თაქლაში მცხოვრებ ნავრუზა ყურბან-ოღლის საგურამოში მისი პირუტყვის მოვლა ევალებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძემ, რუსეთის მხრიდან – ლევ მიხეილის ძე კარახინმა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში იასონ დავითის ძე ციციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 7 ფაიფურისა და 3 ვერცხლის (ყელსაბამი, სამაჯური და ბეჭედი) ნივთი გაიღო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში სოფიო მიხეილის ასულმა ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 8 ნივთი გაიღო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში პარასკევა ბოძაშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილ საქველმოქმედო ბაზრობას ერთი წყვილი ჭრელი ფშაური წინდა შესწირა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 28-29 მაისს მუშტაიდის ბაღში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სახალხო სეირნობა და საქველმოქმედო ბაზრობა უნდა გამართულიყო. ბაზრობაზე გასაყიდი ნივთები მსურველებს ოლღა გურამიშვილისთვის უნდა გაეგზავნათ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში ბარბარე დავითის ასულ ვაჩნაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 2 აბრეშუმის ბაღდადი და 5 არშინი აბრეშუმის ნაჭერი შესწირა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს ბავშვთა თერაპევტი მ. ა. პოკროვსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტმა გამოაცხადა კონკურსი ილია ჭავჭავაძის შესახებ ბიოგრაფიული და კრიტიკული წერილის შედგენაზე. კონკურსანტებს თავიანთი ნაწარმოები უნდა წარედგინათ კომიტეტის თავმჯდომარეობის აღმასრულებელ პეტრე ყიფიანთან 20 მარტამდე. განზრახული იყო წერილების კრებულად გამოცემა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტი იუწყება, რომ იუბილე გაიმართებოდა 9 აპრილს. წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდნენ დიდუბის ეკლესიაში, შემდეგ იუბილარი მიიღებდა მილოცვებს სხვადასხვა დეპუტაციისა და კერძო პირთაგან, 20 საათზე კი ქართულ თეატრში გაიმართებოდა სალიტერატურო-სადღესასწაულო საღამო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბაქოში გამართული ქართული საღამოს შემოსავალი, 2264 მანეთი გადასცა.