ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევი პირველ ოქტომბერს გორში, საკუთარ სახლში, 15-20 მოსწავლისთვის ხსნიდა სახლს, სადაც ბავშვებს ექნებოდათ საძინებელი, სასადილო და საკითხავი ოთახები. იგი ერთი ღარიბი ბავშვის უსასყიდლოდ მიიღებას აპირებდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 24 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გლეხკაცებისაგან მამულის შეძენა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის ნოემბერში გაზეთში „დროება“ დაიბეჭდა ანასტასია თუმანიშვილის ნათარგმნი თხზულება „უბედურ კაცს ქვა აღმართში მოეწევა“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 3 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ღვინიაშვილი თბილისის სკოლის მასწავლებლად აირჩიეს, ანა ქანანოვი კი – საქმისმწარმოებლად.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 14 ოქტომბერს თბილისის სკოლა გაიხსნა. სულ 30 მოსწავლე მიიღეს, 21 ვაჟი და 9 გოგონა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „სომხური გაზეთების პოლემიკა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 17 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „მაჰმადიანთ გაქრისტიანება“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ნანეიშვილი ბათუმის სკოლის მასწავლებლად აირჩიეს.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი წერეთელს, გიორგი უთურგაულს, თედო ჟორდანიასა და პეტრე უმიკაშვილს რაფიელ ერისთავის ქრესტომათიის „სკა“ შეფასება დაევალათ.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით თბილისის სკოლაში 10-ზე მეტი მოსწავლე უფასოდ ისწავლიდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, საზოგადოების მიერ ნაყიდი წიგნებიდან ორ-ორი ეგზემპლარი სასოფლო ბიბლიოთეკებისთვის უნდა გაეგზავნათ და 500 მანეთის წიგნები ღარიბი მასწავლებლებისთვის დაერიგებინათ.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქართული ენა ჩვენს საშუალ სასწავლებლებში“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 11 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ახირებული ლოღიკა გაზ. „კავკაზისა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის ნაწარმოები „სხვადასხვაგვარი ქორწილი“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 12 ნოემბერს სერგეი მესხმა და ილია ჭავჭავაძემ საცენზურო კომიტეტს 1881 წლიდან ჟურნალ „ივერიის“ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთება სთხოვეს.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალექს ბუვიეს რომანი „იზას“ დასასრული.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის სამმოქმედებიანი კომედია „ადვოკატები“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ვეფხისტყაოსნის“ რედაქცია“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს მღვდელ სვიმონ ბეგიევის თხზულება „პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილო ეფენდისთან“, რომლის მთავარი გზავნილი მაჰმადიანებში ქრისტიანობის გავრცელებას წარმოადგენს, თუმცა რედაქციის აზრით ეს წიგნი ეკუთვნის იმ წიგნთა სიას, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევს თავის მიზანს და პირიქით ავნებენ მას.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“, მეორე გამოცემა. კარგ ქაღალდზე დაიბეჭდა 300 ეგზემპლარი, რომლის ფასი 60 კაპიკი იყო, ხოლო უბრალო ქაღალდზე 900 ეგზემპლარი, ფასი 40 კაპიკი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულება „მეფე დიმიტრი თავდადებული“ 1200 ეგზემპლარად, ფასი 15 კაპიკი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს ოლ. დიდებულიძის მიერ რუსულიდან თარგმნილი ევტუშევსკის „ქართული არითმეტიკული საანგარიშოები, ანუ გამოსაცნობები ანუ ზადაჩები და რიცხვებითი მაგალითები“, რომელიც რედაქციის აზრით, თავისი ჯიბის გასქელებას უფრო თანაუგრძნობდა, ვიდრე ყმაწილების გონების გავარჯიშებას. წიგნი უზუსტობებითა და არაქართული სიტყვებით იყო გადმოთარგმნილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის მიერ თარგმნილი ლექსი „ოხ იტალიავ, იტალიავ“.