ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 4 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათ კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ბროჰაუზის ლექსიკონისთვის დაწერა ავტობიოგრაფია.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ პეტერბურგში აპირებდა გამგზავრებას ქალთა საექიმო კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის შემდეგ ნოე რამიშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა ბათუმელ მუშათა არაერთი გამოსვლა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ნოე რამიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ბათუმის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიულ ორგანიზაციაში მუშაობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ნოემბრიდან ნოე რამიშვილი ეროვნულ საბჭოში სამხედრო კომისიას ხელმძღვანელობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ნოემბერში მოწვეულ საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოე რამიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი ქართველი სოციალ-დემოკრატების მთავარ გაზეთ „ერთობას“ რედაქტორობდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ნოე რამიშვილი პეტერბურგში სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ცენტრალურ ორგანიზაციას შეუერთდა და სხვა ქართველ სოციალ-დემოკრატ ლიდერებთან ერთად განაგრძო მუშაობა.

1908

ტიპი: განათლება

1907-1908 წლებში ნოე რამიშვილი ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლიდან ნოე რამიშვილი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა სამშობლოში გააგრძელა.

1907

ტიპი: სახელი

1907 წლის შემდეგ ნოე რამიშვილის პარტიული ფსევდონიმი იყო „პეტრე“.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ნოე რამიშვილი ლონდონში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის V ყრილობაზე პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ნოე რამიშვილმა ლონდონში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის V ყრილობაზე მიიღო მონაწილეობა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის რევოლუციის დროს ნოე რამიშვილი კავკასიაში, თბილისში იმყოფებოდა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს რუსეთში გაქცეული ნოე რამიშვილი როსტოვში არალეგალურად ცხოვრობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს თბილისში ნოე რამიშვილი ჟანდარმერიამ დააპატიმრა, მაგრამ მან გაქცევით უშველა თავს და რუსეთში გადავიდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ნოე რამიშვილს ტარტუს უნივერსიტეტიდან გარიცხვის გამო საქართველოში დაბრუნება მოუხდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ნოე რამიშვილი სტუდენტობის პერიოდში (ტარტუს უნივერსიტეტი) სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს (3 მარტს) ნოე რამიშვილი მემარცხენე სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო ტარტუს უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1901

ტიპი: განათლება

1901 ნოე რამიშვილმა დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ნოე რამიშვილმა სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ნოე რამიშვილმა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს ნოე რამიშვილმა სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრნენ მისი და, ელისაბედ საგინაშვილი, სიძე ნიკოლოზ აფხაზი, დისშვილი კოტე აფხაზი, გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი ვასილი ველიჩკო, მისი და, ბარბარა ველიჩკო და ნიკოლოზ ცხვედაძე.