ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიას“ რედაქტორობა გადააბარა ალექსანდრე სარაჯიშვილს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ყოველკვირეული გაზეთი „ივერია“ შემდგომ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ილია ჭავჭავაძემ დააარსა ქართული ყოველკვირეული გაზეთი „ივერია“.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფია გრიგოლ (გიგო) ყიფშიძეს გადაუწერია.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს არჩევნების შედეგად ილია ჭავჭავაძე გახდა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის პირველი თავმჯდომარე. ამის შემდეგ არჩევნები ამ თანამდებობაზე ყოველ სამ წელიწადში ტარდებოდა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ილია ჭავჭავაძემ თავი დაანება სამსახურს, რათა საადგილმამულო ბანკის საქმეები მოეგვარებინა პეტერბურგში.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობამ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში გააგზავნა საადგილმამულო ბანკის წესდების დასამტკიცებლად.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ავტობიოგრაფია დაწერა. დოკუმენტის თანახმად, თბილისის სათავადაზნაურო- საადგილმამულო ბანკი იყო რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საადგილმამულო კრედიტის გამცემი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საზოგადო სიკეთესა და სარგებლობას გამდიდრების კერძო ინტერესზე მაღლა აყენებდა.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილ საადგილმამულო ბანკის წესდებას სხვა წესდებათაგან განარჩევდა ის, რომ ბანკის მოგება განიკარგებოდა არა მარტო თავად-აზნაურთა, არამედ მიწათმოქმედთა საჭიროებისდა მიხედვით.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება მთავრობის მიერ სახელმძღვანელოდ რეკომენდირებული ნიმუშების მიხედვით იყო შემუშავებული.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მოიწონა და დაამტკიცა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ილია ჭავჭავაძის რჩევით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ დააარსა საადგილმამულო ბანკი.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868-74 წლებში ილია ჭავჭავაძე დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას გლეხთა განთავისუფლებისთვის ნაბოძები ფულის ნაწილი ბანკის დასაარსებლად გადაუდვია.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ილია ჭავჭავაძე დანიშნეს მომრიგებელ მოსამართლედ დუშეთში.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს დუშეთის მაზრაში მომრიგებელ შუამავლად დანიშნულმა ილია ჭავჭავაძემ ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმსახურა.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წლის ნოემბერში, როცა თბილისის გუბერნიაში გადავარდა ბატონ-ყმობა, ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრაში დაუნიშნავთ მომრიგებელ შუამავლად.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს, როცა საქართველოში იგეგმებოდა გლეხთა განთავისუფლების რეფორმა, ილია ჭავჭავაძე იმერეთში გააგზავნეს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მეუღლე იყო ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ოლღა გურამიშვილი იყო თავად თადეოზ გურამიშვილის ასული.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ილია ჭავჭვაძის მიერ დაარსებულმა ჟურნალმა „საქართველოს მოამბე“ სულ ერთ წელიწადს იარსება.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ დააარსა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“.