რეგისტრირებული ფაქტები50661
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და დაამტკიცეს კანონპროექტი ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ გამოცემული 300 მილიონი მანეთის ბონის პასუხისმგებლობის აღებისა და 200 მილიონი მანეთის ბონის გამოცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საქარხნო ინსპექციის გაუქმების შესახებ კანონპროექტი გადაეცა მუშათა და შრომის კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ჩხეიძე თავმჯდომარეობდა, დადგინდა დღის წესრიგი: 1. ამიერკავკასიის ყოფილი კომისარიატის მიერ გამოცემული სამასი მილიონი მანეთის ბონების პასუხისმგებლობისა და ორასი მილიონი მანეთის ბონების ახლად გამოცემის შესახებ საბოლოო რედაქციის შემუშავება, 2. კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება გზათა სამინისტროსთვის ავანსად ერთი მილიონი მანეთის გადაცემას რკინის გზის სალიკვიდაციო ხარჯების გაწევის თაობაზე, 3. ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის შესახებ კანონპროექტების განხილვა 4. გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვის განხილვა, რომელიც შეეხება საჩხერეში მომხდარ აჯანყებას. 5. მთავრობის მოხსენება ინსტრუქციების მოწვევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, გერასიმე ქიქოძე, სერგო ჯაფარიძე. დამხმარეები იყვნენ: საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი. საბჭოს თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს ს. დადიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კომისიამ გადაწყვიტა, პავლე საყვარელიძისთვის მდივნად დარჩენა ეთხოვათ, რადგან ყველა წევრი დატვირთული იყო კომისიებში მუშაობით. საქმისმწარმოებელი შეასრულებდა ყველა საქმეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ელენე ლეშკაშელისა დამტკიცდა ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისს სოფელ ვეჯინში გამართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დამაარსებელთა კრებაზე განიხილეს უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსა და დროებითი გამგეობის არჩევის საკითხი. კრების თავმჯდომარედ აირჩეს გიორგი ივანეს ძე უსეინაშვილი, მდივნად კი – კოლა ყალაბეგაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ზაქარია მიხეილის ძე კლიმიაშვილი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი ივანე ერასტის ძე გაჩეჩილაძე ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი სოლომონ ერმილეს ძე კვინიკაძე ესწრებოდა სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი გედევან დიმიტრის ძე წერეთელი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისთვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგე დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე და სამინისტროს კანცელარიის გამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე დაესწრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი დაესწრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მ. გ. ჭავჭანიძე დაესწრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს სამტრედიის შერეული გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორი ათანასე გაბრიელის ძე ხარაბაძე ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მიხეილ კინწურაშვილი დაესწრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის ზაფხულში ცნობილი მოღვაწე, ქართველი მაჰმადიანი მემედ აბაშიძე, რომელიც ბათუმის აღების დროს ოსმალებმა შეიპყრეს და სტამბოლში გადაასახლეს, თბილისში ჩამოვიდა.