ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სოხუმში პოეტ რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ივანე კოზმავამ, ივანე მიმინოშვილმა, კარპე წეროძემ, იოსებ ლოლუამ, ეგნატე გეგენავამ, სტეფანე თურქიამ, ბახვა გაბუნიამ და დიმიტრი ჭავჭანიძემ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ემიგრაციაში წასულმა ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ პოლონურად თარგმნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სოხუმში პოეტ რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდს თითო მანეთი შესწირეს თეიმურაზ გაბუნიამ, პავლე კალანდარიშვილმა, ოქროპირ გვარამაძე, საჩინო თურქიამ, არჩილ იოსელიანმა და ივანე ცეცხლაძემ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სოხუმში პოეტ რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ავქსენტი სახოკიამ, ალექსანდრე შერვაშიძემ, მიხეილ თოფურიძემ, ანტონ ჩხეიძემ, გრიგოლ ნადარეიშვილმა, იონა გაბუნიამ და პეტრე ჯანჯღავამ.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე კავკასიის საბაღოსნო საზოგადოების განყოფილებამ დანიშნა ჯილდოები. პატარა ოქროს მედალი გადაეცა ალექსანდრე ილიას ძე სტოიანოვს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე ერმილე ნაკაშიძეს პატარა ვერცხლის მედალი გადაეცა ბოსტნეულის მოყვანისთვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე დავიდოვსა და ჭელიძეს პატარა ვერცხლის მედლები გადაეცათ ღვინისთვის.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს თბილისის მეორე დედათა გიმნაზია დაამთავრა 44-მა მოსწავლემ, რომელთაგან ორი იყო ქართველი – ივლიტა ფურცელაძე და თამარ ხერხეულიძე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 იანვარს არწრუნისეულ თეატრში ნატო გაბუნიას ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 იანვრის გაზეთ „დროებაში“ სოფელ ქვემო ჭალის შესახებ ნიკო ლეონიძის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის საქალებო გიმნაზიისთვის ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსეევ-მესხიევის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 იანვარს ვალერიან გუნიას მონაწილეობით ქართულ თეატრში დადგეს დრამა „ედმონდ კინი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გაბრიელ ქიქოძის „ქადაგებანი“ თბილისისა და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში მანეთ-ნახევრად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აგვისტოს გრიგოლ გოლიცინი აბასთუმნიდან თბილისში გაემგზავრა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ეკატერინე მელიქიშვილი-მესხისა ჟურნალ „ქართული ბიბლიოთეკის“ რედაქტორად მოიაზრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 20 კაპიკად იყიდებოდა მიხეილ ნასიძის წიგნი „თ. ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ეტიუდი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ მეშვეობით დავით სუმბათაშვილმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება 1885 წლის პირველ მაისს გაიმართებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე მიტროფანე ლაღიძემ დიდი ვერცხლის მედალი დაიმსახურა ხილეულისგან სასმელის მომზადებისთვის.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს რაფიელ ერისთავმა ცხოველთა, მცენარეთა და მინერალთა ლექსიკონის 9 ეგზემპლარი სხვადასხვა სასწავლებელს შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ გორში, სოფრომ მგალობლიშვილის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ თელავში, ივანე როსტომაშვილის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ ბათუმში, მოსე ნათაძის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.