ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46044

1881

ტიპი: განათლება

1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლისას შიო მღვიმელს ყველაზე მეტად ლერმონტოვის ლექსების კითხვა უყვარდა.

1881

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლისას, შიო მღვიმელი მეგობრობდა მიხეილ გიორგაძესთან.

1881

ტიპი: სახელი

1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლის მოსწავლე მიშა გიორგაძეს ჭაღოს ეძახდნენ, რადგან თმებში ჭაღარა ჰქონდა გამორეული.

1881

ტიპი: განათლება

1881-1887 წლებში შიო მღვიმელი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ სამაგალითო სკოლაში სწავლობდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881-1883 წლებში შიო დავითაშვილის სახლს მრავალი ახალგაზრდა სტუმრობდა, მათ შორის თედო გოლიევიც.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს შიო მღვიმელი შიო დავითაშვილმა და მისმა მეუღლემ, ქეთევანმა გორში თავისთან საცხოვრებლად დაიტოვეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს შიო დავითაშვილმა და თედო გოლიევმა შიო მღვიმელი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ სამაგალითო სკოლაში შეიყვანეს.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ ბათუმის სკოლის მმართველ ალექსანდრე ნანეიშვილს მისწერა, რომ საზოგადოების გამგეობა უკმაყოფილო დარჩა სკოლიდან მუსლიმი მასწავლებლის, ჰასან ეფენდის დათხოვის გამო და სკოლაში მუსლიმი ბავშვების მიზიდვა სთხოვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობა „დედა მაია“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გამოფხიზლება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სასოწარკვეთილება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გამოსალმება“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“, რომელიც ილია წინამძღვრიშვილსა და ივანე პოლტორაცკს მიუძღვნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ახლად გამართული ბაასი შკოლების თაობაზედ...“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ორიოდე სიტყვა „კავკაზს“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის ივნისში მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბაღდადის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო და აღრიცხა შემდეგი წიგნები: „მეფე ვახტანგ მეექვსე“ – 2 ეგზემპლარი, „მეფე ბაგრატ მეოთხე“ – 2, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები – 3, „დარიგება“, (პირველსაკითხავი წიგნი) – 1, „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, „მითრიდატ დიდი პონტის მეფე“ – 3, „ბიბლიოთეკა“ – 2, „სურამის ციხე“ – 3, „არსენას ლექსი“ – 1, „ბიბლიოთეკა, მეფე და ხელოსანი“ – 1, გრიგოლ ორბელიანის ლექსები – 1.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის ივნისში მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბაღდადის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო და აღრიცხა შემდეგი წიგნები: „ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1 ეგზემპლარი, სტეფენსონი – 1, „არითმეტიკული გამოცანები“ – 1, „ანუკა ბატონისშვილი“ – 1 , „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1, „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, წმინდა სახარება ახალი აღთქმისა – 1, „ბუნების კარი“ – 6, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“ – 2.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ცნობა რუსთაველზედ“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ 7 იანვარს გაიმართებოდა ორმოქმედებიანი დრამა „პარიჟელი ბიჭები“ მარიამ საფაროვის პატივსაცემად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „მეცამეტე გოჭები“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 12 იანვარს დიმიტრი ყიფიანმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ საჩხერის აზნაურებს სურდათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩხერეში ორკლასიანი სასწავლებელი გაეხსნათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 14 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „წმინდა ნინოს დღეობა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 17 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ჩვენი ექიმები“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს სარეცენზიოდ გადაეცა სერგეი მდივანოვის არითმეტიკის სახელმძღვანელოები.