რეგისტრირებული ფაქტები47944
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N109 ბრძანებით რობერტ ბლეიკი თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N110 ბრძანებით ბარბარე იოსების ასული ვოლსკი თბილისის რეალური სასწავლებლის უმცროსი მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 111 ბრძანებით ევსევი ივანეს ძე ჩიხლაძე ქუთაისის რეალური სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 112 ბრძანებით მარიამ პავლეს ასული მილუტინი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 111 ბრძანებით პეტრე ვიკენტის ძე გნოინსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 113 ბრძანებით მღვდელი გალუსტ აბულიანცი თბილისის რეალური სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 113 ბრძანებით ნინო ნიჟარაძე მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 114 ბრძანებით თამარ პეტრეს ასული მაჭავარიანი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პროგიმნაზიურ კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 ნოემბრის N114 ბრძანებით ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის ხელსაქმის პედაგოგად ოლღა იოსების ასული შარაბიძე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N114 ბრძანებით პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 ნოემბრის N 115 ბრძანებით მარგალიტა ვასილის ასული პოზოევისა თელავის სომხური გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N118 ბრძანებით ოლღა მიხეილის ასული მიქელაძისა ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N122 ბრძანებით აკაკი ნესტორის ძე ფაღავა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 114 ბრძანებით აკოფ ფანოსიანცი თბილისის ,,ახალი სკოლის" საზოგადოების გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით (N123) თედო ჟორდანია ხონის საოსტატო სემინარიის ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით (N123) ვილჰელმინა პავლეს ასული ლოპატო ხონის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე მოხსენება წაიკითხა გიორგი ნანეიშვილმა. ლ. ნათაძემ წამოაყენა წინადადება, არსებითი განხილვა გამართულიყო შემდეგი სხდომისათვის, რომელსაც კომისიის წევრთა მომატებული შემადგენლობა დაესწრებოდა. მარიამ ჩხეიძემ განაცხადა, რომ მომავალი კრებისთვის მოეწვიათ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. მდივან პავლე საყვარელიძეს დაევალა სისხლის სამართლისა და ფინანსების შესახებ მასალების გადახედვა და შესწორება, რომელიც უნდა გადაეგზავნა წევრებისთვის წინასწარ საკითხის გასაცნობად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების მორიგი შეკრება, რომელზეც მიწვეული იყვნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები, ასევე მძიმე მეტალზე პასუხისმგებელი საქარხნო შეხვედრების წარმომადგენელი გრიგოლ ჯანელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება თელავის მაზრაში სამხედრო წესების გამოცხადების შესახებ, მიზეზი ყაჩაღობა იყო. გენერალ-გუბერნატორის უფლებები დროებით გუბერნიის კომისარ მაღლაკელიძეს მიენიჭა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება სამხედრო წესების გამოცხადების შესახებ აწყურისა და ბარელეთის რაიონებში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრის მოხსენება აზოვი-დონის ბანკის შუამდგომლობის შესახებ კრედიტის გაზრდაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ქუთაისის საგანგებო სასამართლოს წევრებად დაინიშნენ: იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა და შალვა იოსების ძე სანებლიძე; ბრალმდებლის მოადგილედ დანიშნეს გედეონ გაბუნია.