ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52185

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, საქართველოს ეროვნული საბჭოს კანცელარიის გამგისთვის ეთხოვათ, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმისმწარმოებლად დანიშნულიყო დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, საბიბლიოთეკო წიგნების სიის შედგენა სამსონ დადიანისთვის დაევალებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძეს თბილისის ყველა სამკითხველოს დათვალიერება და დროებით ყველა საჭირო წიგნის ჩამორთმევა დაავალეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, კომისიის სხდომებზე დასასწრებლად მოეწვიათ მცოდნე პირები: გიორგი ნანეიშვილი, ლაზარე შურგაია, ივანე ზურაბიშვილი, იური ფაღავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმქომედო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე დიმიტრი ჯაფარიძის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი ოგანეზოვის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე ანდრეი იურჩაკის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა გიორგი გიორგიძემ განათლების მინისტრს სთხოვა, ერთ-ერთ საშუალო სასწავლებელში ისტორიისა და მსგავსი საგნების მასწავლებლად დაენიშნათ. მას თბილისში ან თელავში სურდა მუშაობა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ივლისს გიორგი გიორგიძე განათლების სამინისტროს სწერს, რომ კარგად იცის საკანცელარიო საქმისწარმოება და შეუძლია ცოდნა და შრომა თვით სამინისტროს ცენტრალურ დაწესებულებებშიც გამოიყენოს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ივლისს, 3 საათსა და 46 წუთზე იუსტიციის მინისტრმა შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასგან ტელეფონოგრამით (რომელიც გადასცა ალექსანდრე მიქაბერიძემ და მიიღო არტემ ახნაზაროვმა), მათ განკარგულებაში არსებულ ყველა დაწესებულებაში სიკვდილით დასჯის კანონის სასწრაფოდ გამოკვრის ბრძანება მიიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გამგეობის 8 ივლისის კრების დადგენილება. დადგენილების მიხედვით, მთავარი გამგეობისთვის უნდა ეცნობებინათ თბილისის განყოფილების მდგომარეობის შესახებ და 1918 წლის ბოლომდე ბიბლიოთეკების შესანახად 5000 მანეთის გადადება ეთხოვათ. მთავარი გამგეობის კრებას ამ საკითხის გადაწყვეტის დროს გიორგი მაჭავარიანი უნდა დასწრებოდა. საკითხის განხილვა შემდეგი კრებისთვის გადაიდო. საზოგადოების გამგეობას ბიბლიოთეკების შესახებ დაწვრილებითი მოხსენების წარდგენა დაევალა. დადგენილების ოქმს ხელს აწერდნენ: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრ ვასილ ღლონტის თხოვნა მისთვის სესხად 178 მანეთისა და 68 კაპიკის მიცემის შესახებ. ეს თანხა მას ბათუმის სკოლის ორი მასწავლებლის ალექსანდრე მგელაძისა და ანასტასია ლომინაძის ხელფასისთვის სჭირდებოდა. ოსმალთა მიერ ბათუმის დაპყრობის შემდეგ მათ ოთხი თვე ანაზღაურება არ მიუღიათ. გამგეობამ გადაწყვიტა ბათუმის განყოფილებისთვის ვასილ ღლონტის პასუხისმგებლობით სესხად 178 მანეთი და 68 კაპიკი მიეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრის ვასილ ღლონტის თხოვნა, ორი მასწავლებლისთვის ოთხი თვის ანაზღაურება მიეცათ. ამისათვის ის ითხოვდა სესხს 1786 მანეთსა და 68 კაპიკს. გამგეობამ მისი თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე გზათა კომისიის შემადგენლობაში ნიკო ნიკოლაძის ნაცვლად შალვა ამირეჯიბი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. პრეზიდიუმის წევრებიდან ესწტრბოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია. მდივანი – დავით ონიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გსაქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სარედაქციო კომისიის შემადგენლობაში გრიგოლ ვეშაპელის ნაცვლად შალვა ამირეჯიბი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო კომისიას გიორგი გვაზავას ნაცვლად გერონტი ქიქოძე დაემატა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით დამფუძნებელ კომისიას სპირიდონ კედიას ნაცვლად გრიგოლ ვეშაპელი დაემატა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ კომისიის შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, გამოიცა ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის დაწესებულებებში ნაციონალიზაციის გატარების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, გზათა სამინისტროსთან საავტომობილო განყოფილების დაარსების კანონპროექტი გადაეცა გზათა და საფინანსო კომისიებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი სახელმწიფო თანხიდან იუსტიციის მინისტრისთვის 125300 მანეთის კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაეცა იურიდიულ და საფინანსო კომისიებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ფოთის ხიდის აშენების კანონპროექტი გადაეცა საფინანსო კომისიას.