რეგისტრირებული ფაქტები47984
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N84 ბრძანებით ი. აფხაიძე თბილისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N85 ბრძანებით, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბოგოიავლინსკი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 85 ბრძანებით ლეონტი რევიშვილი სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 86 ბრძანებით მიხეილ ვასილის ძე ბელიაევი რუსულ კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტში ისტორიისა და სიტყვიერების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 12 ნოემბრის N86 ბრძანებით, ნიკოლოზ პოდგორნი რუსულ კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტში მათემატიკის პედაგოგად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი სოფელ ძალისში შეხვდა გრიგოლ წიკლაურსა და ფედრო ფხაკაძეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N86 ბრძანებით ვასილ კოლესნიკოვი რუსულ კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პირველ პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N86 ბრძანებით, პორფირი ბობრო რუსული კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მეორე მასწავლებლად დაინიშნა.
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილმა და მიხა პაპუნაშვილმა მიტინგი ჩაატარეს სოფელ ლამისყანაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი და მიხა პაპუნაშვილი იასონ კორინთელს მუხრანში ეწვივნენ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილს და მიხა პაპუნაშვილს სოფელ მუხრანში ჰყავდათ თანამოაზრეები: გიგო გალუსტაშვილი, ვახო ჩოგუაშვილი, მიხა ჩოგუაშვილი, ვანო ბარუთაშვილი, ფიდო ბაქრაძე, ვასო მაყაშვილი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ნადია ჩილინდრიშვილის წილკანში მდებარე სახლში ბოლშევიკების შტაბი იყო.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წელს თედო შუშიაშვილთან თბილისში ბოლშევიკების საომარი მასალა და ტექნიკური ხელსაწყოები ინახებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 86 ბრძანებით ბენიამინ მარტიროსის ძე არუტინიანი თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მთავარგამგის მიმდინარე წლის 29 ოქტომბრის N67 ბრძანების თანახმად აცნობა, რომ 1-ლი ნოემბრიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე დანიშნეს. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი (ბერძნიშვილი).
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 87 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგი დრენიკიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორის მიწერილობა კონსტანტინე აბულაძის შესახებ ინახებოდა N701 საქმეში.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 14 ნოემბრის N 88 ბრძანებით დავით ლაზარეს ძე ადამია მარტვილის გიმნაზიის გერმანული და ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 88 ბრძანებით ნინო ილარიონის ასული დვალიშვილი ახალი მარტვილის გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ბოლშევიკებმა მიხა პაპუნაშვილსა და ვიქტორ ცინცაძეს ახალგორის თემში პარტიული სამუშაოების განახლება დაავალეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N89 ბრძანებით ნიკოლოზ ლუკას ძე დუმბაძე ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გიორგი ლაფანაშვილმა ინახულა თომა ჩუბინიძე მის საცხოვრებელში მთაწმინდის უბანში, თონეთის ქუჩაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 აგვისტოს N 89 ბრძანებით მარიამ მიქელაძე-ორახელაშვილი ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8-9 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ 1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან მასწავლებელი კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობაზე თბილისის მეხუთე ქალთა გიმნაზიაში გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N89 ბრძანებით თინათინ ვლადიმერის ასული ჩაჩიბაია ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.