ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აპრილში ვასილ ყიფიანმა თბილისში, თავადაზნაურთა კრებაზე, სათავადაზნაურო სკოლის წლიური ანგარიში წარმოადგინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ვერ მოხერხდა ქალაქის საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც უნდა არჩეულიყო ქალაქის არჩევნების წინასწარ მუშაობაში დამხმარე საკონტროლო კომისია, ამიტომ ქალაქის მოურავმა ბენია ჩხიკვიშვილმა გამგეობის დადგენილებით დროებით კომისიაში მოიწვია შემდეგი ხმოსნები: პართენ გოთუა, არჩილ ჯაჯანაშვილი, პარმენ კახიანი, არჩილ რუხაძე და დავით ვაჩნაძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ქიჩიხანის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მიწათმოქმედების სამინისტროს მაღაზია და მანდარინები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შ. ბ-ძის (შოთა იაკობის ძე ბერიძე) ხელმოწერით გამოქვეყნდა წერილი „პარტია და პროფესია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სამგლოვიარო დეპეშა. ჯავახეთის ქართველი საზოგადოება გამოთქვამდა წუხილს საზოგადო მოღვაწის, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის უდროოდ გარდაცვალების გამო. სამძიმრის წერილს საზოგადოების მინდობილობით ხელს აწერდა ნადირაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დასნეულებული მწერლის, მელანიას (დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე) სასარგებლოდ რედაქციამ საზოგადოება „იმედისგან“ მიიღო 3 000 მანეთი და დავით კასრაძისგან − 15 000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს ჯარში, მესანგრე ათასეულის თეატრში წარმოდგენა გაიმართებოდა. ჯარისკაცები ვალერიან გუნიას სამმოქმედებიან კომედიას „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ წარმოადგენდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში პიესა „მარიამ მაგდალელს“ ლადო მესხიშვილის მიზანსცენებით მეორედ წარმოადგენდნენ, რადგან პირველი წარმოდგენის ყველა ბილეთი გაიყიდა და საზოგადოების ნაწილი უბილეთოდ დარჩა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის აპრილში ვასილ ყიფიანმა თბილისში, თავადაზნაურთა კრებაზე, სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ი. კ. ვასილიევი აგრონომი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ გამრეკელმა შეკრიბა ისტორიული მასალა „ეგვიპტელები საქართველოში და ქართველები ეგვიპტეში“ და წიგნად გამოსცა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, საფილოქსერო საზოგადოების კრებაზე საფილოქსერო დაწესებულებათა შექმნის თაობაზე ი. კ. ვასილიევის მოხსენება მოისმინეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ი. კ. ვასილიევი სოხუმში პირველ საფილოქსერო დასს ხელმძღვანელობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ანა ჩოლოყაშვილის თაოსნობით თელავში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-12 საკომისარიატოს ხელმძღვანელი არჩილ მათიკაშვილი, კონტროლიორები – ჩხიკვიშვილი და ბერიძე. ბიურო მდებარეობდა ტექნიკური რკინიგზის სასწავლებელში, შერემეტიევის ქუჩაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-8 საკომისარიატოს ხელმძღვანელი იაშვილი, კონტროლიორები – რომელაშვილი და ლომაური. ბიურო მდებარეობდა 1-ელი კომერციული სასწავლებლის შენობაში, 19 თებერვლის ქ. N 82.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-5 საკომისარიატოს ხელმძღვანელი ყურაშვილი, კონტროლიორები – ნიკოლოზ ბარნაბიშვილი და ალექსანდრე ჩიჩუა, ბიურო მდებარეობდა ქალაქის სამკურნალოში, ვორონცოვის ქუჩაზე.

1959

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1959 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილს საქართველოს სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილს სომხეთის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დადიანი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლისთვის მიიღებოდა ხელმოწერები დასურათებულ საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილსა“ და „ნაკადულზე“. ჟურნალების შეერთება და გაფართოებული პროგრამით გამოცემა ერობათა კავშირმა გადაწყვიტა. მოზრდილთათვის ჟურნალი „ჯეჯილი“ თვეში ერთხელ გამოვიდოდა, ყმაწვილთათვის ჟურნალი „ნაკადული“ - თვეში ორჯერ. მისამართი: ერობათა კავშირი, რუსთაველის პროსპექტი N24, „ჯეჯილის“ და „ნაკადულის“ რედაქცია, სარედაქციო კოლეგია: ანასტასია წერეთლისა, ნინო ნაკაშიძისა და პავლე საყვარელიძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას პუბლიცისტური წერილი „თანამედროვე გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის პრობლემები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ რუბრიკით „ჩვენი კორესპონდენტები“ გამოქვეყნდა მიხეილ ხერხეულიძის (კიაზოშვილი) წერილი „კახეთის ვითარება“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „დიპლომატები თუ აგიტატორები?“.