რეგისტრირებული ფაქტები50005
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი ოზურგეთის სამაზრო ერობას, რომლის მიხედვითაც აცნობა ივანე გველესიანის ქალთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნა და სთხოვდა საბარგო ავტომობილით დახვედროდნენ სადგურზე. ჩამოსვლის დროს კი თავად გველესიანი აცნობებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრო ოზურგეთის ქალაქისთავს სთხოვდა მიეღოთ ყოველგვარი ზომები და ივანე გველესიანისთვის ბინის საკითხი მოეგვარებინათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელმა ილია ბაკურაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს გორის ვაჟთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 17 სექტემბერს, ღამით, ქუთაისში გულის შეტევით გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში გიორგაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა 1000 რუბლი გაიღო უპოვართათვის დასარიგებელი ცხვრის ხორცის საყიდლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაილზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა თბილისის მეჩეთს შესწირა 500 რუბლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თბილისის მეჩეთში „ჯამა“ აღასრულეს წირვა, რომელსაც დაესწრნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში აბდულ ქერიმ ფაშა და მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე სოსელია 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებთი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: პავლე საყვარელიძე, რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, დამხმარე იყო საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი, თავმჯდომარეობდა კოტე მაყაშვილი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ წაიკითხა მოახსენება ეროვნული საბჭოს სახელწოდების შეცვლის შესახებ. რაჟდენ არსენიძე იცავდა მოსაზრებას, რომ ეროვნული საბჭოსთვის ხალხის წარმომადგენელთა დარბაზი ეწოდებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარგამგე დიმიტრი უზნაძე ონიდან გამოგზავნილი N714 დეპეშის პასუხად ონის გიმნაზიის გამგეს აცნობებს, რომ გიმნაზიის შენახვა განათლების სამინისტროს ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იქნება, მაგრამ მის დამტკიცებამდე გიმნაზია ადგილობრივი ხარჯებით უნდა შეინახონ. ხელს აწერდა საქმისმწარმოებელი კონსტანტინე აბაშიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, ანა ხახუტაშვილი თბილისის მეექვსე გიმნაზიაში პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N50 ბრძანების მიხედვით, თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი /დაქირავებული/ იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე დაამტკიცეს სასწავლებლის ქართული ენის შტატის მასწავლებლად 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრის ნაცვლად მდივანი, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებლის ნაცვლად ნ. ჩიმაკაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს განათლების სამინისტროს სატეხნიკო და საპროფესორო სასწავლებლების მთავარგამგემ თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორს გაუგზავნა მინისტრის 18 სექტემბრის N50,51 ბრძანების პირი. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარგამგის ნაცვლად გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ლ. ხარაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძის N 7 ბრძანებით, 20 სექტემბრიდან თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს სიღნაღში მცხოვრებმა ქველმოქმედმა ექიმებმა კონსტანტინე და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ტურიაშვილებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საინგილოს სკოლისათვის 100 მანეთი და 24 კაპიკი შესწირეს (შეწირულობას ყოველ წელს გაიღებდნენ).
1918
ტიპი: თანამდებობა
იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იყო იაკობ ღულაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მოადგილედ მელიტონ ივანეს ძე რუსია აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელ ბიუროში აირჩიეს შემდეგი პირები: ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, მელიტონ ივანეს ძე რუსია, ნ. ი.ფალილეევი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 18 სექტებერის ღამეს გარდაიცვალა ქართველი ბელეტრისტი არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი (ლალიონი).
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტი წარსდგა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინაშე და მიულოცა მას მინისტრად გახდომა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ა. ნ. მილოვმა სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს.