ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46342

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 23 მაისს ქუთაისის თავად-აზნაურთა საგუბერნიო სხდომაზე დიმიტრი ყიფიანი გუბერნიის წინამძღოლად დაასახელეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მაისის „დროებაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატიის „ვიქტორ ჰიუგო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში გაზეთმა „დროებამ“ მიიღო ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი „სახელმძღვანელო საღმთო სჯულის სასწავლებლად, შემოკლებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია“, რომლის ფასი 60 კაპიკი იყო.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს პეტერბურგში მყოფი ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ექიმი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ზაქარია ჯავახიშვილის ძმა იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის ივნისში ვიქტორ მარტინოვსკი თბილისის ახალი ვაჟთა პროგიმნაზიის დირექტორად დანიშნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, რომ პეტრე მელიქიშვილისთვის შესამოწმებლად კახური ღვინოები გაეგზავნათ.

1953

ტიპი: გარდაცვალება

1953 წლის 29 ნოემბერს ცხმო­რის მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის ეკლესიის მღვდელი ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 6 აპრილს ღების მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ პეტრეს ძე გავაშელიშვილი გარდაიცვალა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ბორჩალოს სამაზრო საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ: პეტრე კავკასიძე, აზიზ შარიფოვი, ვლადიმერ კიკაბიძე, მიხეილ ილიას ძე ღოღობერიძე და ჯვებე იოსელიანი.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ვიქტორ ჰიუგოს მოთხრობის „კლოდ გო“ დასასრული.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 12 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის წერილისა „ქიზიყელები ინგილოებში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 11 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე და მესამე ნაწილები გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 12 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ვიქტორ ჰიუგოს მოთხრობისა „კლოდ გო“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 4 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 19 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ვიქტორ ჰიუგოს მოთხრობისა „კლოდ გო“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა ალექსანდრე ლომთათიძე და დამფუძნებელი კრების საარჩევნო ცენტრალური კომისიის სხვა წევრები მიიწვია პარლამენტის პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელიც 4 მარტს 12 საართზე იყო ჩანიშნული.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ივანე მაჭავარიანის ავტობიოგრაფიის შემცველი დოკუმენტის სისწორე, საიდანაც ირკვევა, რომ მას არანაირი ჯილდო არ მიუღია მთავრობისგან.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ძმასთან, გიორგისთან ერთად შილდაში ჩამოსულს ერთი თვე მოუწია სოფლის ციხე-გალავანში დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად შეხიზვნა სოფელზე ლეკების მოსალოდნელი თავდასხმის გამო.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმა გიორგი, ვისთან ერთადაც იგი ბავშვობაში სოფელ შილდაში იმყოფებოდა, სოფლის სკოლაში (სადაც მასწავლებლად მსახურობდა) მცირე ჯამაგირისა თუ ცოლის შერთვის სურვილით სხვა სამსახურს ეძებდა.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმის, გიორგის ცოლი ჭავჭავაძეების ნათლული ყოფილა.