რეგისტრირებული ფაქტები46044
სორტირება თარიღი მზარდობით
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1881 წლის 5 აპრილს ნოე რამიშვილი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ დიდ ვანში დაიბადა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, წიგნები, რომლებსაც ვერ ყიდულობდნენ, უნდა გადაეწერათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვახტანგ თულაშვილს ბათუმის სკოლის ასაშენებლად გეგმის შედგენა დაევალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმს სწავლა-განათლებისთვის მეტი თანხის გამოყოფის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დააკმაყოფილა რაფიელ ერისთავის თხოვნა მოთხრობა „ხატაურის“ დაბეჭდვის შესახებ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 23 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ვექილის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე 1880 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და 1881 წლის ხარჯთაღრიცხვა წაიკითხა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 27 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის განყოფილების კრებას დაესწრო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 29 აპრილს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 29 აპრილს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიღებული წიგნები დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს. გამოყენების შემდეგ მათ წიგნები ისევ სკოლისთვის უნდა დაებრუნებინათ სხვა ღარიბი მოსწავლეებისთვის დასარიგებლად.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო ორ-ორი ცალი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები, „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“, „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“, „პატარა ბიბლიოთეკა, მეფე და ხელოსანი“, „დარიგება მასწავლებელთა“, „არითმეტიკული გამოცანები“, კრილოვის იგავ-არაკები, ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, თბილისის სწავლის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება და „ამბები სოფლის ცხოვრებიდან ყრმათათვის“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მაისში სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა, კარმელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 8 ცალი „დედა ენა“ და სხვადასხვა საკითხავი წიგნი მიიღო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო სამ-სამი ცალი „სურამის ციხე“, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“, პატარა ლოცვანი და 9 ცალი ი. გოგებაშვილის „დედა ენა“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო თითო ცალი ი. კერესელიძის ლექსები, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ტექსტები (ჭიჭინაძის გამოცემა), „მეფე დიმიტრი თავდადებული“, იოსელიანის ქართული გრამატიკა, „ბატონიშვილი ირაკლი, ანუ თავდადება ქართველთა“, მიხეილ ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“, „სიბრძნე-სიცრუიდან“ ამოღებული და რაფიელ ერისთავის გალექსილი იგავ-არაკები, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“, გრიგოლ რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, „არსენას ლექსი“, „რკინის გზის შემომღები“, წერის სასწავლო დედანი და სახარება.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით,1881 წლის 1-ლ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის ახალ წევრებად აირჩიეს მიხეილ გიორგის ძე გეგიძე, მიხეილ ერასტის ძე დარახველიძე და ივანე სიმონის ძე მესხი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ გამგეობის ახალი თავმჯდომარე. კენჭს იყრიდა ნიკოლოზ ღოღობერიძე და მისი მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის ცუდ პიროვნებად წარმოეჩინათ, ამიტომ წამოაყენეს არც თუ ისე ცნობილი პიროვნებების კანდიდატურა, ესენი იყვნენ: დ. თ. ბაქრაძე, ნიკოლოზ დადიანი, კირილე ლორთქიფანიძე და დიმიტრი დადიანი. თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე.
1881
ტიპი: ავტორობა
წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ვასილ ნიკოლოზის ძე აბულაძემ განაცხადა, რომ ყოველგვარი სწავლება მხოლოდ მაშინ შეასრულებდა თავის დანიშნულებას, როცა მშობლიურ ენაზე წარიმართებოდა, ამიტომ აუცილებელი იყო საქალებო და სავაჟო გიმნაზიაში ქართული ენაესწავლებინათ და, თუ საჭირო იქნებოდა, ქართული ენის პედაგოგს ბანკი გადაუხდიდა ჯამაგირს.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ნიკოლოზ ყიფიანმა საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხის განაწილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქალებო გიმნაზიას იმ პირობით უნდა დახმარებოდნენ თუ ქართულ ენას შესაფერის ადგილს დაუმკვიდრებდნენ ამ გიმაზიაში. ნ. ყიფიანის განცხადებას მამია გურიელმა დაურთო, რომ იმ შემთხვევაში. თუ კრება არ გაითვალისწინებდა ამ მოთხოვნას, საქალებო გიმნაზიას აღარ დაეხმარებოდნენ.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, 1881 წლის 1-ლ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ღოღობერიძე თავმჯდომარეობდა, გაანაწილეს საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხა 18 006 მანეთი და 8 კაპიკი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ღოღობერიძე თავმჯდომარეობდა, დაამტკიცეს ბანკის აგენტების ჯამაგირები. პეტერბურგში მყოფ აგენტს დაუნიშნეს 600 მანეთი, ხოლო თბილისში 1 800 მანეთი.