რეგისტრირებული ფაქტები50348
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველის სახელით გრიგოლ რობაქიძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას კანონპროექტის „საქართველოს სამზღვრებიდან გაძევებისა და სასამართლოს გარეშე დატუსაღების შესახებ“ უკან დაბრუნება შეატყობინა. საკითხი მთავრობის 3 ოქტომბრის სხდომაზე განხილვიდან მოიხსნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სანდრო ბაქრაძემ, სარგის კაკაბაძემ და ვასილ ბარნოვმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად ნაწარმოებები წარადგინეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პროფესიონალურ კავშირთა საბჭოს კრებაზე ამიერკავკასიის ბანკში მოსამსახურეების გაფიცვის საკითხი განიხილეს. კონფლიქტის უმთავრესი მიზეზი იყო დეკრეტი, რომლითაც კომიტეტებს 14 იანვრიდან ერთმეოდათ უფლება მოსამსახურეების დათხოვნა-მიღების შესახებ. კრებაზე მომხსენებელი ითხოვდა ამ საკითხის დაუყოვნებლივ მთავრობისთვის გადაცემას და მშვიდობიანი გზით მოგვარებას. შრომის მინისტრის ამხანაგმა გიორგი ერაძემ აღნიშნა აუცილებლობა ისეთი ორგანოს შექმნისა, რომელიც ყოველთვის დაიცავდა მუშა-მოსამსახურეთა ინტერესებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართული იურიდიული საზოგადოების დამფუძნებელი კრების სხდომაზე დაამტკიცეს წესდება და გაიმართა არჩევნები, რომელზეც საზოგადოების თავმჯდომარედ დავით კვირკველია აირჩიეს, მის ამხანაგად – გ. ზ. ჩაჩიბაია, გამგეობის წევრებად – გიორგი ჟორდანია, ა. გ. ბებურიშვილი, ს. კ. მხეიძე, არტემ ახნაზაროვი და იოსებ ყიფშიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები – ნოე რამიშვილი, გიორგი ჟურული, ივანე ლორთქიფანიძე, ნოე ხომერიკი, მოადგილეები – გერასიმე მახარაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, გიორგი ერაძე, ალექსანდრე მდივანი, გრიგოლ გველესიანი, გ. აბხაზი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, საქმეთა მმართველი სერგო ჯაფარიძე და მდივანი ვ. კანდელაკი. სხდომის ჟურნალის პირი, რომელსაც ხელს საქმეთა მმართველის მაგივრად გრიგოლ რობაქიძე აწერდა გაეგზავნა გზათა მინისტრს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება გერმანელთა ბანკის დაარსების შესახებ და დაადგინეს, რომ მინისტრს მიეცეს უფლება, იმ შემთხვევაში დაამტკიცოს გერმანია-კავკასიის ბანკის წესდება, თუ ის აკმაყოფილებს არსებული კანონისა და არსებული კომერციული ბანკების წესდებათა ფორმალურ მოთხოვნას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება საქართველოს რკინიგზების მოსამსახურეთა ორგანიზაციის ვალის გასტუმრების შესახებ და დაადგინეს, რომ ორგანიზაციისთვის პურის ვალში ერთი ვაგონი შაქარი მიეცათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ სერგო ჯაფარიძის მოხსენება სახელმწიფო გერბის შესახებ და მოიწონეს ხელოვნების კომისიის აზრი, რომ გერბზე გველეშაპი არ ყოფილიყო გამოსახული.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება მიხეილის საავადმყოფოსა და საბებიო ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ და დაადგინეს, უნივერსიტეტს უფლება მიეცეს, ისარგებლოს მიხეილის საავადმყოფოთი და საბებიო ინსტიტუტით, პროზექტურით, საფერშლო და საბებიო სკოლების შენობებითა და მოწყობილობებით საუნივერსიტეტო სწავლების მოსაწყობად.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით ზინობა ივანეს ასული მკევლიშვილი თელავის წმინდა ნინოს გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით ვანდა თრაგერი თელავის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიიის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის მასწავლებლი სოლომონ ლორთქიფანიძე ხონის საოსტატო სემინარიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით ბაქოს ქალთა მესამე გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი ეფ. ვოლკოვა თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით მიხეილ აბრამის ძე აბრამიშვილი თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით ა. ციცქიშვილი-გრძელიშვილი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში ქართული საანბანო განყოფილების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, თამარ პახომოვი-რჩეულიშვილი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის გალობის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თეკლე პავლეს ასული ნიკოლაიშვილი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული და ფრანგული ენების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ვასილ დავითის ძე მამულოვი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის ქართული გიმნაზიის დირექტორი სილოვან ხუნდაძე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელმა თავისი რწმუნებული გიმნაზიის სრული კურსი შეასრულა 1911 წლის მაისში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ 1917 წლის პირველი სექტემბრიდან კონსტანტინე ანთაძე მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად ითვლებოდა. პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თანახმად, ანთაძეს ჩაბარებული ჰქონდა ქართული ენის გაკვეთილები პირველ, მეორე და მესამე კლასებში 1917-1918 სასწავლო წლის განმავლობაში. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ კონსტანტინე ანთაძე ქართული ენის გამოცდილ მასწავლებლად ითვლებოდა. მან მთავარგამგეს სთხოვა, ანთაძე გამოერიცხათ როგორც სჯულის მასწავლებელი და დაბალი კლასების ქართული ენის მასწავლებლად დაენიშნათ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.
1918
ტიპი: განათლება
1918 წლის 8 ოქტომბერს, ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ნ. კვინიკაძე, უმაღლეს და საშუალო სკოლების ბ-ნ მთავარგამგეს წერს, რომ კონსტანტინე ანთაძე წელს ბ-ნ მინისტრის ამხანაგის განკარგულების თანახმად, თავად გაგზავნა ქ. თბილისში საშუალო სასწავლებლებისთვის მოწყობილ კურსებზე. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნ. კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.