რეგისტრირებული ფაქტები50781
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით ვაჰან ტერ-არაქელიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით ელისაბედ ნიკოლოზის ასული კალაშევა-აივაზიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით სატენიკ სარქისიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის საანბანო კლასის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით ყარსის რეალური სასწავლებლის ყოფილი მასწავლებელი ა. ვ. სიუძიკი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ჯამილიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს საერთაშორისო რკინიგზის აღდგენასა და კავკასიის გზაზე სამგზავრო და საბარგო მატარებლების მოძრაობის მოწესრიგებაში დახმარება სთხოვა. მინისტრის პასუხის თანახმად, მატარებლების წესიერი მიმოსვლა აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლის, ჯაფაროვის დაბრუნებისთანავე უნდა აღდგენილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სახალხო სკოლების მთავარ-გამგე გიორგი ჭუმბურიძემ ვარლამ გარდავაძეს მისწერა, რომ განზრახული იყო სასწავლებელთა გახსნა: ბორჯომში, მაჩხაანში, გურჯაანსა და საგარეჯოში. მთავარ-გამგე ვარლამ გარდავაძე სთხოვდა ეცნობებინა სად შეიძლებოდა მისი დანიშვნა ინსპექტორად.
1918
ტიპი: თანამდებობა
ელისაბედ ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის ქართულ სკოლაში 1918 წლის 5 ოქტომბრამდე ითვლებოდა პედაგოგად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ოქტომბერს ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ქერიმ ფაშა სადარბაზოდ იყო ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ოქტომბერს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან ვიზიტად მყოფმა ოსმალეთის ელჩმა აბდულ ქერიმ ფაშამ აღნიშნა, რომ ოსმალეთის პრესა და პოლიტიკური წრეები საქართველოსთან მეგობრული განწყობის დამყარებას ემსახურებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული პრესა, საქართველოს პოლიტიკური წრეები და ეროვნული საბჭოს ღირსეული თავმჯდომარე ოსმალეთთან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის განმტკიცებას ხელს შეუწყობენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს კონსერვატორიის დარბაზში გამართულ დისპუტს „ქორწინება და თავისუფალი სიყვარული“ უამრავი ხალხი დაესწრო. თავმჯდომარეობდა გრიგოლ რობაქიძე. მოხსენება წაიკითხა პოეტმა სერგეი გოროდეცკიმ, სიტყვა წარმოთქვეს ვ. ზელინსკიმ, ი. ლვოვმა, ქ. თარხნიშვილისამ, ტიციან ტაბიძემ, გ. კრუჩენუხმა და სხვებმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საღამოს 8 საათზე დანიშნული იყო დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის კრება, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ვეშაპელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელმა ბერლინში ხელშეკრულება დადო, რომლის ძალითაც საქართველო-გერმანიას შორის წყალქვეშ უნდა გაკეთდეს ტელეგრაფის მავთული ფოთიდან კონსტანცამდე და შემდეგ სტამბოლამდე.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს თავადაზნაურთა ყოფილი მარშალი, თავადი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მისი ძმა დავით ბაგრატიონი და კიდევ სამი მემამულე.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელი საგუბერნიო ციხეში მივიდა კალენიკე გოგიბერიძის დასაკითხად, მაგრამ ის ციხეში არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, გოგიბერიძე გაათავისუფლეს საბრალმდებლო ნაწილის ნებართვის გარეშე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველის სახელით გრიგოლ რობაქიძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას კანონპროექტის „საქართველოს სამზღვრებიდან გაძევებისა და სასამართლოს გარეშე დატუსაღების შესახებ“ უკან დაბრუნება შეატყობინა. საკითხი მთავრობის 3 ოქტომბრის სხდომაზე განხილვიდან მოიხსნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სანდრო ბაქრაძემ, სარგის კაკაბაძემ და ვასილ ბარნოვმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად ნაწარმოებები წარადგინეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პროფესიონალურ კავშირთა საბჭოს კრებაზე ამიერკავკასიის ბანკში მოსამსახურეების გაფიცვის საკითხი განიხილეს. კონფლიქტის უმთავრესი მიზეზი იყო დეკრეტი, რომლითაც კომიტეტებს 14 იანვრიდან ერთმეოდათ უფლება მოსამსახურეების დათხოვნა-მიღების შესახებ. კრებაზე მომხსენებელი ითხოვდა ამ საკითხის დაუყოვნებლივ მთავრობისთვის გადაცემას და მშვიდობიანი გზით მოგვარებას. შრომის მინისტრის ამხანაგმა გიორგი ერაძემ აღნიშნა აუცილებლობა ისეთი ორგანოს შექმნისა, რომელიც ყოველთვის დაიცავდა მუშა-მოსამსახურეთა ინტერესებს.