ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47898

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 მარტს კავკავში ადგილობრივმა დასმა ვალერიან გუნიას კომედია „აღლუმი” წარმოადგინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ასი თუმანი გადაეცა. ეს თანხა სააღდგომოდ ქალაქის ღარიბი მცხოვრებლებისთვის უნდა დაერიგებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე შახაზიზოვ-კამსარაკანმა განაცხადა, რომ „შუა ბაზარი” ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონის სატიოსთან უნდა გადაეტანათ. ამისთვის მტკვარზე ახალი რკინის ხიდის აშენება იქნებოდა საჭირო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ივანე გივის ძე ამილახვარმა განკარგულება გასცა, რომ სამხედრო სასანიტრო კომისიებს დაუყოვნებლივ დაეთვალიერებინათ ჯარების სადგომები, ეზოები და სხვადასხვა დაწესებულებები შავი ჭირის პრევენციისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აკაკი წერეთელმა ყოველთვიური ჟურნალის, „კრებულის” გამოსაცემად ნებართვა ითხოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ახალციხეში ილია ჭავჭავაძის იუბილესთვის ემზადებოდნენ და თანხას აგროვებდნენ. ღონისძიებას ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილის ძმა იყო.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 24 თებერვალს Სიმონ ბადურაშვილმა სერგო კლდიაშვილს წერილით სთხოვა, სილოვან ხუნდაძისთვის ეკითხა, მიიღო თუ არა გაგზავნილი ლექსი და თუ აპირებდა მის დაბეჭდვას.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის 29 ნოემბერს შალვა აფხაიძემ პეტერბურგიდან მისწერა წერილი სანდრო ცირეკიძეს და თავისი ავადმყოფობის ამბავი შეატყობინა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 28 თებერვალს გრიგოლ ვეშაპელმა ნიკოლო მიწიშვილს მისწერა, პარიზში ქაქუცას „შეფიცულთა“ ჯგუფი სულ უფრო ღიად უპირისპირდება მენშევიკებსო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებამ (თავმჯდომარე ალექსანდრე შანშიაშვილი) ერთხმად დაადგინა, გაერთიანებული პარტიისთვის ეწოდებინათ „საქართველოს დემოკრატიული პარტია გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია და უპარტიოთა კავშირი“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს გამართული არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე შანშიაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 თებერვალს დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძემ (თურდოსპირელი) დამფუძნებელი კრების ჟინვალის საზოგადოების საარჩევნო კომისიას მისწერა, რომ საქართველოს სოც-დემ. მუშათა პარტიის წარმომადგენლად კომისაში გენადი მოსეს ძე ბელთაძე იგზავნებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „გაერთიანებისთვის“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ნავთი“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 იანვარს გორის სამაზრო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობერიძემ შეატყობინა ალექსანდრე ლომთათიძეს, რომ კომისია 15 წევრისგან შედგებოდა. აქედან თორმეტი სოციალ-დემოკრატი იყო, ორი – ფედერალისტი, ერთი კი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის თებერვალში ალექსანდრე ლომთათიძე გორის სამაზრო კომისიის თავმჯდომარე კობერიძეს სწერს, რომ პარტიებს დასარიგებლად უნდა მისცენ ბიულეტინები და ავანსად, ხუთი ათასი მანეთი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის იანვრში ალექსანდრე ლომთათიძე გორის კომისიას სწერს, რომ გამოქვეყნებულიყო სიები 25 იანვრამდე. დამატებით ფულს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის გამოგზავნის შემდეგ მიიღებდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს სპირიდონ მალხაზის ძე კედია ატყობინებს ფოთის საქალაქო საარჩევნო კომისიას, რომ ზოგიერთ სოფელში კომისრები პარტიული მიზნით გამოდიან და მტრებად აცხადებენ სხვადასხვა პარტიას. ხობის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ასე მოექცნენ ეროვნულ-დემოკრატების ერთ-ერთ წევრს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მარიამ დავითის ასული ალხაზიშვილი შვილებითურთ მადლობას უცხადებს ქართულ აფთიაქართა კავშირს და ყველა პირს, ვინც ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის გასვენებას დაესწრო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სოხუმის საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ: ვიქტორ კალანდარიშვილი, ვიქტორ (ლეონტი) ჟღენტი, ნუცუბიძე, ალექსანდრე თორაძე და სიმონ ხუნდაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ თბილისის რკინიგზის უფროსს სთხოვა, ბიულეტენებითა და სხვა საარჩევნო დოკუმენტებით სავსე 36 ყუთი ბორჯომში კომისიის წევრ ლეო რუხაძისთვის გაეგზავნათ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „გაათხოვეს!“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის პიესა „სურათი ყმაწვილი ქალის ცხოვრებიდან“.