რეგისტრირებული ფაქტები50012
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე დაამტკიცეს ორასი მილიონი მანეთის ბონის გამოცემის კანონის საბოლოო ტექსტი, პირველდაწყებითი სკოლების გახსნისა და სააქციზო უწყების ორგანიზაციის კანონები, ასევე განიხილეს რამდენიმე კანონპროექტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი, დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე უნდა განეხილათ, გამოეცათ თუ არა სვიმონ კლდიაშვილის მიერ თარგმნილი საფრანგეთის კონსტიტუცია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან რახილ (ანა) ბახარევსკაია (გადახაბაძე) ხაშურის ქალთა გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის N67 ბრძანებით გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებელი მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი გადაიყვანეს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში 1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორს აცნობეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების თანახმად, მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე 30 ოქტომბრიდან ორი კვირით სომხეთში გააგზავნეს. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორის ნაცვლად დ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებლის ნაცვლად ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მთავარგამგის მიმდინარე წლის 29 ოქტომბრის N67 ბრძანების თანახმად აცნობა, რომ 1-ლი ნოემბრიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე დანიშნეს. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი (ბერძნიშვილი).
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ვუკოლ ბერიძე თბილისის საოსტატო ინსტიტუტის ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ირაკლი ბერძნიშვილი თბილისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ოლღა ბექაია ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ალექსანდრე ბოგოიავლენსკი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დაინიშნა. ხელს აწერს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ძველი სენაკის ქართული სკოლის გამგე გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიას თვიურად 100 მანეთი დამატებოდა. ბოკერია ხელფასის სახით თვეში 200 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბერში ძველი სენაკის ქართული სკოლის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, პედაგოგ მარიამ დავითის ასულ ხოფერიას, რომელიც ჯამაგირის სახით თვეში იღებდა 100 მანეთს თვიურ ხელფასზე 110 მანეთი დაემატა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტრომ ძველი სენაკის ქართული სკოლის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გამოსცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პედაგოგ ვ. დ. ცეკვაშვილს თვიურად ხელფასზე 110 მანეთი უნდა დამატებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტრომ ძველი სენაკის ქართული სკოლის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გამოსცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელ გ. ს. ქავთარაძეს თვიურად 80 მანეთი უნდა დამატებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ძველი სენაკის ქართული სკოლის პედაგოგ კ. გოროზიანს თვიურად 100 მანეთი დამატებოდა. გოროზიანი ხელფასის სახით თვეში 50 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ერეკლე ბურჯანაძე თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმეში“ მეუღლე მინადორა, ძმა გერმანე, შვილები აპალონ და კესარია და ბიძაშვილი იოსებ მარშანიები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ქრისტეფორე დიმიტრის ძე მარშანიას გარდაცვალების გამო. გასვენება გაიმართებოდა 1-ლ ნოემბერს 3 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერსა თუ დეკემბერში ქ. ფოთში დაარსდა პატარა ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სტეფანე გაგუა, როგორც ერთ-ერთი თაოსანი. ეს ჯგუფი მიზნად ისახავდა სამეგრელოს ისტორიის, არქეოლოგიის, ზნე-ჩვეულებებისა და ენის შესწავლას, პერიოდულ და სხვა გამოცემათა ბეჭდვას მეგრულ ენაზე და საზოგადოდ საგანმანათლებლო საქმის მოწყობას საქართველოს ამ კუთხეში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი ნოემბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე სოფ. ორბელის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბერში დ. როინიშვილი ოჩამჩირის ახლად დაფუძნებულ ვაჟთა გიმნაზიას ხელმძღვანელობდა. ის მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში განათლების მინისტრი სამინისტროს ვიცე-დირექტორ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძეს განათლების სამინისტროსათვის ყვარლის მამულის (სადაც ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა იყო), სასტიპენდიო ფონდების, ქუთაისში გიმნაზიის შენობისა და თბილისის გუბერნიის ღარიბ მოწაფეთა თავადაზნაურთა დამხმარე საზოგადოების ქონების გადაცემის შესახებ ატყობინებს.