ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ნოემბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე წაკითხულ იქნა მუხლი 2 : თუ არა კანონის ძალით, არავითარი პენსია, ჯილდო ან აგრეთვე სხვა ხარჯი ფინანსური ხასიათისა არ შეიძლება იქნეს მიღებული სახელმწიფო ხაზინიდან. პოლუმორდვინოვმა განაცხადა, რომ მეორე მუხლად შეტანილ უნდა იქნეს ის, რომ სახელმწიფო გადასახადებისაგან არავინ განთვისუფლდება. პ. საყვარელიძე და წერეთელი ეთანხმებიან ამ აზრს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ნოემბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე წაკითხულ იქნა მუხლი 2 მეორე მუხლად მიღებულია: არავინ განთავისუფლდება სახელმწიფო გადასახადებისაგან, გარდა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებისა. ბ. ნანეიშვილის აზრით ეს ცვლილება ზედმეტია , რადგან კანონით ყველა მოქალაქე თანასწორია უფლებებით კამათის შემდეგ თავმჯდომარემ კენჭი უყარა პოლუმორდვინოვის წინადადებას და იგი მეორე მუხლად მიღბულ იქნა ოთხის ხმით სამის წინააღმდეგ

1918

ტიპი: ღონისძიება

გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 27 ნოემბრის განკარგულებით, რკინიგზის ტექნიკური განყოფილების ინჟინერ ანდრონიკაშვილს, ამავე სამინისტროს ინჟინერ ნოვოდვორსკისა და ბუღალტრის თანაშემწე რჩეულიშვილს დაევალათ სამინისტროსთან არსებული საავტომობილო სალაროსა და ფულის, ასევე საწყობების ანგარიშის რევიზია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ნოემბერს საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანიშვილმა ფინანსთა და სავაჭრო-სამრეწველო მინისტრ გიორგი ჟურულს წერილობით სთხოვა, ეცნობებინა, როდის შეეძლო მისდამი რწმუნებულ სამმართველოს ფოთის პორტის სამმართველოსგან გემების ჩაბარება და გადმოსაცემი გემების სია გაუგზავნა. გიორგი თუმანიშვილთან ერთად წერილს ხელს კანცელარიის გამგე როლკე აწერდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ნოემბერს თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საქართველოს ისტორიის მასწავლებლად 16 ნოემბრიდან (ბრძ.N131) დაინიშნა მ. აბდუშელი-დემიდოვისა. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებლის მაგიერ ძიძიგური.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 27 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N139 ბრძანებით, თამარ გიორგის ასული ნაცვლიშვილი თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 27 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 140 ბრძანებით ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი სასულიერო გიმნაზიის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 27 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 141 ბრძანებით ალექსი დავითის ძე გრიგოლია ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლდ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 27 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 143 ბრძანებით შალვა გოგელია ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 27 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 143 ბრძანებით დავით ლექვინაძე ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ნოემბერს საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა ილია ალხაზიშვილს მის შუამდგომლობაზე, შალვა ალხაზიშვილის თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიაში მასწავლებლად დატოვების შესახებ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გადაწყვეტილება აცნობა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ნოემბერს ფხოველის ნავთის საწარმოს მმართველმა ნიკოლოზ თადეოზოს ძე დეკანოზიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველს სთხოვა, რომ ცხენების წასაყვანად ფხოველიდან ჩამოსული მადნის მილიციის უფროსის ლევან დავითის ძე ანდრონიკაშვილისა და ორი მილიცისთვის თბილისში იარაღის ტარების განსაკუთრებული ნებართვა მიეცათ. ამის შემდეგ ატარებდნენ იარაღს: ნაგანი 27209, ოსმალურ კარაბინს უნომროდ და ორ რუსულ ვინტოვკას: N160755, 103683.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება საინგილოს სკოლების საჭიროებისთვის 20 250 მანეთის გადადების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მოხსენება განსვენებული ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის მეუღლის ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისთვის 3 ათასი მანეთის დახმარების აღმოჩენის შესახებ. მას დახმარებაზე უარი ეთქვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება შტატგარეშე დარჩენილ მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ფულით დაკმაყოფილების შესახებ. ამისთვის მინისტრს გაუხსნეს 58 610 მან. კრედიტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N145 ბრძანებით, ვერა გიორგის ასული აბაზაძე თბილისის ბეროზაშვილის გიმნაზიის ფრანგული ენისა და უმცროსი მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოხსენება შავი ქვის მრეწველთა საბჭოსთვის ნახევარი მილიონი მან. კრედიტის გახსნის თაობაზე. გაეხსნა სახელმწიფო ბანკში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოხსენება სამინისტროს მოსამსახურე პირთათვის დღიური და საგზაო ფულის მომატების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოხსენება ინჟინერ-გეოლოგ სიმონ არჩილის ძე ციციშვილისთვის 2 500 მანეთის მიცემის შესახებ ოზურგეთის მაზრაში ნავთის ადგილებისა და მათი ტექნიკური გამოკვლევისათვის დასაჯილდოებლად. დაადგინეს: 2 500 მან. კრედიტი გაეხსნას მინისტრს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოხსენება ფოთის ნავსადგურში გერმანელთა მიერ დატოვებული ქვანახშირის, ასევე ავტომობილის მინებისა და სხვა საქონლის გატანის ნებართვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება საქართველოს ბანკის ორგანიზაციის შესახებ. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი სამინისტროში მიმდინარე საქმეებიდან გაათავისუფლეს და მიანდეს სახელმწიფო ბანკის ორგანიზაციისთვის მუშაობა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოხსენება ტყვეობაში მყოფი ოჯახებისთვის ჯამაგირების მიცემის შესახებ. ამისთვის კრედიტის ანგარიშზე დაარსდა 200 ათასი მან. თანხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოხსენება ბათუმისა და ფოთის ბრანდვახტების მოხელეებისთვის კუთვნილი ფულის მიცემაზე იმ თვეებში, როცა საქართველოს რესპუბლიკას ემსახურებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოხსენება სამხედრო უწყების მიერ ეროვნული გვარდიისთვის კერძო ბინების გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება სომხეთის ოლქის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ი. ა. დავიდოვიჩისთვის 4 859 მან. 49 კაპ. სალიკვიდაციო ფულის მიცემის თაობაზე. ამისთვის იუსტიციის მინისტრს ცალკე კრედიტი გაეხსნა.