ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48008

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 აგვისტოს „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატია „პატარა შენიშვნა ძველი სენაკიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ცერცვაძემ ოთხოქმედებიანი პიესა „ევგენი, ევგენიჩ ზანზალოვი“ დაწერა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აგვისტოს „დროებაში“ ვლადიმერ აღნიაშვილის სტატია „ბიბლიოგრაფიული წერილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანსკიმ თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილა საკითხი, როგორ დახმარებოდნენ გორის საქალებო სასწავლებელს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „აშოთან, თუ შოთა?“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონის პირველი ტომი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სვიმონ ბეგიაშვილმა რუსული წიგნის „როგორ სცხოვრობენ ჩვენი გარდაცვალებულნი და როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ შემდეგ სიკვდილისა“ თარგმნა დაიწყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაამტკიცა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს სურამში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ უნდა გამართულიყო წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა და კონსტანტინე ყიფიანი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „სიტყვა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ვერვის ვეტყვი...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი „სადღეისო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იპოლიტე ვართაგავას სტატია „ჩვენი ეროვნული რეპერტუარის სიღარიბე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი გვაზავას სტატია „დიდებული ქართველი მოცეკვავე“ (ელენე ჩერქეზიშვილი).

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს არჩილ ნიკოლოზის ძე ავალიშვილი თბილისის დრამატული საზოგადოების ხაზინადარი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ივანე ჯავახიშვილი თეოლოგ ადოლფ ჰარნაკს ქართულ ენას ასწავლიდა ბერლინის უნივერსიტეტში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ზე აბაშიძის წერილი „საბავშვო დილა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილის „ბუნება და ცხოვრება“ მე-3 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის პიესა „არონ შეენც?!“

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა „კვალში“ დაიწყო მუშაობა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნიკოლოზ გვარაძე ბაქოს დასის რეჟისორი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს ილია ჭავჭავაძემ „ივერია“ დავით მიქელაძეს გადასცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ V ნაწილი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 თებერვალს გიორგი წერეთელმა სოფრომ მგალობლიშვილს ფოთში მისწერა, სამეგრელო-გურიისკენ მიეწვდინა ხმა და ხელი შეეწყო გაზეთ „კვალის“ გავრცელებისთვის.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს „ივერიის“ ახალმა რედაქტორმა დავით მიქელაძემ ძველი თანამშრომლების დიდი ნაწილი, მათ შორის სოფრომ მგალობლიშვილი, სამსახურიდან გაუშვა.