ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მთავრი იყო ადამიანს ჰქონოდა მიზანი, რომლისთვისაც ღირდა ბრძოლა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან მოსაკითხად იყო წასული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად იყო წასული მთავრობის სასახლეში, სადაც ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად იღებდა სტუმრებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ამბავი შეიტყვეს ქვეყანაში, სიონის საკათედრო ტაძარში სამადლობელი ლოცვა გადაიხადა კათალიკოსმა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატიასიანი ესტუმრა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე – დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ბევრი ისაუბრეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან ენატრებოდა და იმედოვნებდა დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ოცნება აუხდებოდა და აღდგომას ოჯახთან შეძლებდა შეხვედრას.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მასზე ფიქრი ძალას და ხალისს ჰმატებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, ზოგჯერ წარმოუდგენლად ეჩვენებოდა აქტიურად რომ იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მას ხომ დიდი ძალდატანების გარეშე სახლიდან ვერავინ გაადგმევინებდა ფეხს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ჯერ დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად გამართულ სადილზე უნდა წასულიყო მუნიციპალიტეტში, 8 საათზე — საგანგებო შეხვედრაზე დასასწრებად, ათის ნახევარზე კი – დადიანებთან წვეულებაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სამხედრო მინისტრ ნოე რამიშვილის ბრძანება სამხედრო უწყების მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნინო ყიფიანისას მოთხრობა „სულის თავშესაფარი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „პური“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს გაზეთ „საქართველოს“ რედაქციას დილიდან ესტუმრნენ ვასილ ბარნოვი, მოსე ჯანაშვილი, ია კარგარეთელი, ნიკო თავდგირიძე, სიმონ ესაძე და სხვები და მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი ხალხის სურვილით მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს დიპლომატიური მოღვაწე აკაკი ჩხენკელი ხალხის თხოვნით მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს დამფუძნებელი კრების წევრი ალექსანდრე ლომთათიძე საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მთავრობის სასახლეში დამფუძნებელი კრების სახელით სიტყვით გამოვიდა და დემოკრატიის როლზე ისაუბრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს საქართველოს განათლების მინისტრმა ნოე რამიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მთავრობის სასახლის აივნიდან სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ მასწავლებლებს და აღნიშნა მათი როლი ამ საქმეში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს, 13 სააათზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის მასწავლებელთა ყრილობის წევრებთან ერთად მთავრობის სასახლესთან მოვიდა ეროვნული დროშებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მადლობა მოახსენეს დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპს საქართველოს დამოუკიდებლობის მოლოცვისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აქტი მოიტანა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და მიულოცა მათ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 იანვარს თბილისში შავი ქვის მრეწველი ილარიონ დავითის ძე ბერიძე ხანმოკლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა სომხეთის საზოგადო მოღვაწე და მწერალი ოვანეს თუმანიანი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.

1920

ტიპი: ავტორობა

ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, უორდროპის გამოგზავნილი ბარათი, რომელშიც ის წერს: „თქვენო აღმატებულებავ! მაქვს პატივი გაუწყოთ, ლორდმა კერზონმა მთხოვა თქვენ გაგიცხადოთ, რომ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წინადადება მიეცა ეცნოთ de facto საქართველოსა და ადერბაიჯანის რესპუბლიკები. ეს წინადადება მიღებულ იქნა უკამათოდ საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა თანხმობით“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ზეიმზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს ნოე რამიშვილმა, აკაკი ჩხენკელმა, ნოე ჟორდანიამ და ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა უორდროპმა.