ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45294

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, 10-მილიონიანი ფონდიდან, რომელსაც სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი განკარგავდა, ყოველთვე 15 000 მანეთი სამხედრო ტაძრის გუნდისთვის გადადებულიყო იმ პირობით, რომ ეს გუნდი სიონშიც იგალობებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, განათლების მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება ბათუმის გიმნაზიის ერთჯერადად 294 205 მანეთით დახმარების შესახებ, დადასტურებულიყო და გადასცემოდა დამფუძნებელ კრებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, განათლების მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება სასწავლო კომიტეტის დაარსების შესახებ დროებითი ინსტრუქციებითურთ მიეღოთ და გადაეცათ დამფუძნებელი კრებისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობამ (თავმჯდომარე ნოე ჟორდანია) ბოლო სხდომაზე დაადგინა, რომ თბილისში დაარსებულიყო საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა. გალერეის დებულება და შტატები უნდა მიეღოთ და გადაეცათ დამფუძნებელი კრებისთვის.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 თებერვალს სოფელ საჭილაოში, მთავარანგელოზის ეკლესიაში ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 თებერვლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის N 31 ბრძანების თანახმად, განათლების სამინისტროს კანცელარიის გაეროვნულების გამო ბუღალტრის თანამდებობის აღმასრულებელი სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვი 1920 წლის პირველი იანვრიდან შტატგარეშე დარჩა. ბრძანებას ხელს აწერს ნოე ცინცაძე, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 (17) თებერვალს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1919 წლის 20 ნოემბრიდან გიმნაზიის პარალელური (რუსული) კლასების ისტორიის მასწავლებლად კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევისა დაუშვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმიდან ჯარი გადიოდა, თუმცა ამის შესახებ იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუფრთხილებია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კოტე გვარამაძის თხოვნა წიგნების ნისიად მიღების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 2 000 მანეთის წიგნები ნისიად გაეგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მოურავის ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილის განკარგულებით „პოლონელთა“, „სამხატვრო წრისა“ და „ვაჭარ-მრეწველთა“ კლუბებში აკრძალული ქაღალდის თამაშის ხელმძღვანელები და დარაჯები, რომლებმაც დასათვალიერებლად მისული მოურავი კლუბში არ შეუშვეს, დააპატიმრეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იუსტინე აბულაძის წინადადება „ვეფხისტყაოსნის“ 23-ე გამოცემის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ჯერ „ვეფხისტყაოსნის“ თავისი გამოცემა დაებეჭდა, შემდეგ კი – იუსტინე აბულაძისა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანაშემწის, ივანე ავალიშვილის თხოვნა კორექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ვერის ბიბლიოთეკა გადაეცათ ვერაზე არსებული გამრთობი საზოგადოებისთვის იმ პირობით, რომ ბიბლიოთეკას იმავე უბანში დატოვებდნენ. საზოგადოების დახურვის შემთხვევაში კი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა დაებრუნებინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ მომსახურეების თხოვნა 1-ლი იანვრიდან ჯამაგირების მომატების შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა ერთი კვირით გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის 500 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გარეუბნის სათემო ერობის გამგეობის თხოვნა სახალხო ბიბლიოთეკების წიგნებით დახმარების შესახებ. უარი უთხრეს, რადგან, გამგეობის წევრების აზრით, თბილისის სამაზრო ერობას ჰქონდა სამკითხველოების გაძღოლის საშუალება, საზოგადოებას კი მატერიალურად უჭირდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, სეით იაშვილი და იპოლიტე ვართაგავა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სპირიდონ ჯორჯიკიას წინადადება მისი ნაშრომის, „ანალიტიკური გეომეტრიის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ნაშრომი დაებეჭდა, თუ სამინისტრო მას მოიწონებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მომარაგების სამინისტროში სანოვაგის გამოსატანად თითო მოსამსახურეზე 1 000 მანეთის შეტანა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: „დედა-ენა“; „ბარნოვის გაკვეთილები“; ხრამელაშვილის კრებული; „განდეგილი“; „თავდადებული ქართველნი“; არითმეტიკულ ამოცანათა კრებული. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: ქიმია, ტრიგონომეტრია, „სისხლის ძიება“, „ქართლის ცხოვრება“, „ოთარაანთ ქვრივი“, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის, „ასპინძის ომი“, „გლახის ნაამბობი“. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: „რუსკოე სლოვო“ II ნაწილი, „ქაჯანა“; „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი, „ბოტანიკა“, „ბუნების კარი“, „მგზავრის წერილები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, „გრდემლი“ III ნაწილი, საბას ლექსიკონი, ხუციშვილის ფიზიკა. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: ქართული ანდაზები, „ქალი და მისი დანიშნულება“, აკაკის საიუბილეო კრებული, „დონ კიხოტი“, ვაშლის და ხეხილის მუმლი, საქართველოს XII საუკუნეში, „ვეფხისტყაოსანი“, ისტორიულ ეკონომიკური ნარკვევები, ალგებრა, არითმეტიკა, „ბუს თავგადასავალი“, „ბახტრიონი“, „გვირგვინი“, „სამი პოემა“. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: „ცხოვრება ეკატერინესი“, „შილერის აზრები“, „ამბავი ცხოველთა სამეფოსი“, „ეროვნული სიმღერა“ არაყიშვილისა, „ქართველი ხალხი“, ქრისტომათია, ბაგრატ მეფე XV, საღვთო სჯული, დიდი ოთხშაბათი, წიგნის ისტორია, ილ. ჭყონიას ნაწერები, ფილოქსერა და მასთან ბრძოლა და აზიის მნათობი. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: ყარანგოზიშვილის ლექსები, „საწყობის ისტორია“, „ძუნწი და ნატვრა“, „ცვარი“, „ოქროს თავთავი“, „ჩემი ყვავილები“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, „როგორ უნდა მიიღო აბრეშუმი“, „სოფლის კუნწულა“, „პატიოსანი ადამიანი“, „ქნარი“ და ქუთაისის ბანკის საქმე. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.