ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49207

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, თავად სიმონ ლორთქიფანიძეს ებოძა მისი იმპერატორებითი უდიდებულესობის სასახლის კამერგერობა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს დავით ანთაძემ ბახვის უფასო სამკითხველოს 5 ცალი რუსული წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სამმართველომ თბილისის სახელით გამართა სადღესასწაულო საუზმე, რომელზეც მიწვეული იყვნენ საქართველოს ეგზსარქოსი ფლაბიანე, სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I და სხვა საპატიო ადამიანები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის სექტემბერში კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე და ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსი ლინდენი საბერძნეთის დედოფალს ბათუმამდე გაჰყვნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 სექტემბერს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა გამართა საუზმე თავადაზნაურობისა და ქალაქის წარმომადგენლებისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს გიგო ყიფშიძემ სოფრომ მგალობლიშვილს გორში მისწერა, რომ ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ თანამშრომელთა ხელფასი 5 თუმნამდე გაზარდა და ზაფხულში თბილისში ჩასულიყო სამუშაოდ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო-სადღესასწაულო კრებაზე სამეურნეო საზოგადოების მდივანმა ეგნატე იოსელიანმა წაიკითხა მოხსენება სამეურნეო საზოგადოების 50 წლის მუშაობის შესახებ, მისი თქმით, საზოგადოების დაარსების მოთავე იყო მიხეილ ვორონცოვი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიაში გამართულ ლიტერატურისა და მუსიკის საღამოზე სემინარიის რექტორმა ვასილ კარბელაშვილმა წაიკითხა წერილი „მიზანი საქართველოს რუსეთთან შეერთებისა".

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 28 სექტემბერს კავკასიის გამოფენაზე მცირე კომისია ალექსანდრე ქალანთარის თავმჯდომარეობით შეუდგა მეაბრეშუმეთა ექსპონატების ანალიზს.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი სიმონ ბესარიონის ძე მიქიევი (მიქიაშვილი) გარდაიცვალა.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-77 წლებში სიმონ ბესარიონის ძე მიქიევი (მიქიაშვილი) ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1904 წლებში რაჟდენ სიმონის ძე გიგაური ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-17 წლებში ნესტორ იოსების ძე გიორგაძე ქუთაისის მთავარანგელოზთა (მწვანეყვავილის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი გარდაიცვალა.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი რაჟდენ სიმონის ძე გიგაური გარდაიცვალა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს კორნელი სამსონის ძე კეკელიძე ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-17 წლებში სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი იყო.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ქუთაისის მთავარანგელოზთა (მწვანეყვავილის) ეკლესიის მღვდელი ნესტორ იოსების ძე გიორგაძე გარდაიცვალა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1900 წლებში ნესტორ იოსების ძე გიორგაძე ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესიის მღვდელი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 სექტემბრის „დროებაში“ თომა მთავრიშვილის სტატია „სოფ. შაშიანი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 სექტემბრის „დროებაში“ ანთიმოზ ჯუღელის სტატია „ზემო იმერეთი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 სექტემბრის „დროებაში“ ზაქარია გულისაშვილის სტატია „საჩინო მარიდაშვილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 სექტემბრის „დროებაში“ გიორგი ფალავანდიშვილის წერილი გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 სექტემბრის „დროებაში“ თომა მთავრიშვილის სტატია „ურიათუბანი“ დაიბეჭდა.