ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44993

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-5 კლასის მე-2 განყოფილებაში ალგებრაში პროგრამა შესრულებული იყო. გეომეტრიაში დაგეგმილიდან დარჩა: ზღვრის თეორია, წრეწირის სიგრძე და წრის ფართობი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-5 კლასის 1-ლ განყოფილებაში პროგრამა სრულად იყო გავლილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელის 21 ივნისს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-4 კლასებში პროგრამა გავლილი იყო სრულად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-3 კლასის 1-ლ განყოფილებაში არ გაიარეს მრავლობითი რიცხვების გაყოფა, რადგან 10 გაკვეთილი დღესასწაულს დაემთხვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნსის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-3 კლასის მე-2 განყოფილებაში პროგრამა გავლილი იყო სრულად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელის 21 ივნისს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-3 კლასებში გეომეტრიის პროგრამა სრულად იყო გავლილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-2 და 1-ლ კლასებში პროგრამა გავლილი იყო სრულად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ისტორიაში მე-8 კლასში პროგრამა გავლილი იყო სრულად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ისტორიაში მე-7, მე-6, მე-5 და მე-4 კლასებში პროგრამა გავლილი იყო სრულად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-3 კლასში სომხეთისა და საქართველოს ისტორიის კურსი გავლილი იყო, აგრეთვე დაასრულეს აღმოსავლეთის ისტორია, დარჩა რომის ისტორიის კურსი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-2 კლასში ისტორიის კურსი გავლილი იყო. მ. გ. გეორგაძე, რომელიც ამ კლასს ასწავლიდა ისტორიას, საჭიროდ თვლიდა საქართველოს ისტორიის სწავლებას სომხურ ენაზე, რადგან ბავშვებმა სუსტად იცოდნენ როგორც რუსული, ისე ქართული ენები. ამას მოითხოვდა სკოლის გაეროვნულების ინტერესები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს 1-ლ კლასში კულტურის ისტორია გაიარეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს გეოგრაფიაში პროგრამები გავლილი იყო ყველა კლასში, გარდა მე-3 კლასისა, რომელშიც მასწავლებელმა ავადმყოფობის გამო ვერ მოასწრო ავსტრია-უნგრეთის გავლა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ბუნებათმცოდნეობაში პროგრამები გავლილი იყო ყველა კლასში, გარდა მე-3 კლასისა, რომელშიც მასწავლებელმა ავადმყოფობის გამო ვერ მოასწრო „თვალების“ გავლა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ფიზიკაში პროგრამა ყველა კლასში გავლილი იყო სრულად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ჰიგიენაში კურსი სრულად გავლილი იყო. მასწავლებელი თვლიდა, რომ მე-8 კლასში ჰიგიენის ნაყოფიერად გავლისთვის საჭირო იყო მოსწავლეებმა ელემენტარული ჰიგიენა, ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია უფრო დაწვრილებით მე-5 და მე-8 კლასებს შორის შეისწავლონ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყველა რწმუნებულს 23 ივნისს დანიშნულ კრებაზე დასასწრებად მოწვევა გაუგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ახალი წესდების პროექტი განიხილეს. გამგეობამ გადაწყვიტა, პროექტში შეტანილი შესწორებები საზოგადო კრებისთვის გაეცნო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივნისს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, ქრისტინე შარაშიძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე უშანგი ელიავამ განაცხადა, რომ საზოგადოების ანგარიშისთვის წმინდა მოგებაც უნდა დაერთოთ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 1919 წლის იანვრიდან გამგეობამ ბათუმის სკოლის შესანახად ყოველთვიურად 3000 მანეთი გადადო, მაგრამ ეს თანხა არ დასჭირდათ, რადგან ადგილობრივმა განყოფილებამ თვითონ მოიპოვა სკოლის შესანახი თანხა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა, საზოგადოების მოქმედების ანგარიში და სარევიზიო კომისიის მოხსენება დაამტკიცეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე მდივანმა სკოლების თვითმმართველობის დაქვემდებარებაში გადასვლას დაუჭირა მხარი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განაცხადეს, რომ 1919 წელს ბათუმის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელს, რომელშიც 200-ზე მეტი ქალ-ვაჟი სწავლობდა, მატერიალურად ადგილობრივი გამგეობა უზრუნველყოფდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია აგლაძემ განაცხადა, რომ მაღაზიისა და საწყობის მოგების აღრიცხვისთვის ანგარიშში ცალკე განყოფელება შეეტანათ.