რეგისტრირებული ფაქტები48413
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „ბუნების კარის“ შესწორების შესახებ. სახელმძღვანელოს შესასწორებლად არჩეულია კომისია 8 კაციანი შემადგენლობით, რომელიც შეუდგა მუშაობას. ამისთვის უნდა გადაიდოს 100000 მანეთი. თითოეულ თამანშრომელს, რომელთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 9-ს, უნდა მიეცეს 2000 მანეთი 5 თვის განმავლობაში, რაც ამ ვარაუდით შეადგენს 90000 მანეთს, ხოლო 10000 მანეთი დამხმარე პირთათვის. გამგეობამ დაადგინა, გადაიდოს „ბუნების კარის“ შესასწორებლად 100000 მანეთი. აქედან 90000 მანეთი მიეცეს ჰონორარად შემსწორებლებს, რომელთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 9 კაცს. ჰონორარი ეძლიოს 1-ლი ნოემბრიდან თითოეულს თვეში 2000 მანეთი ხუთი თვის განმავლობაში. გამგეობამ დაამტკიცა შემსწორებელთა სია: დ. კარიჭაშვილი, ს. იაშვილი, იპ. ვართაგავა, ს. გულისაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ი. გომელაური.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განათლების სამინისტროს უწყება, რომ მან უკვე აღძრა შუამდგომლობა მომარაგების სამმართველოს წინაშე, რათა საზოგადოების მთავარ გამგეობას გადმოსცეს 10000 ფუთი ქაღალდი საწყობებში შესანახად და სახარჯოდ თავისი საჭიროებისათვის. გამგეობამ ცნობად მიიღო ეს და დაადგინა, საჭიროების დროს დაექირავებინა საწყობი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ზუგდიდის კოოპერატივთა სარაიონო კავშირი თხოულობს, მიეცეს მას ნისიად 40000 მანეთის წიგნები. გამგეობის ცნობით, მას ნისიად ჰქონდა წაღებული 86000 მანეთის წიგნები, შემოუტანია 70 ათასი, დარჩა 16000 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, მიეცეს წიგნები ერთი თვის ვადით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება გეოგრაფიული რუკის (საქართველოს საზღვრები) გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ კონსტანტინე მესხიშვილთან დაბეჭდილიყო 2000 ცალი რუკა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე თევდორე კიკვაძის მოხსენება განიხილეს ქართული შრიფტის გამარტივების შესახებ. გამგეობამ ამ საქმის ხელმძღვანელად თევდორე კიკვაძევე დანიშნა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში გულისწყვეტას გამოხატავდა, რომ საოცნებო საწერი მაგიდა ვერ მიიღო მეუღლემ. მას ძალიან უყვარდა, როცა მეუღლეს ოცნებები უსრულდებოდა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ არ უნდა შესციებოდა. დამატებით ზეთის ღუმელი დაედგა თუკი ქვანახშირი არ კმაროდა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში მწუხარებას გამოთქვამდა მეუღლის მკლავის ტკივილზე და ანუგეშებდა, რომ მალე კარგად იგრძნობდა თავს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულმა სადილმა მშვენივრად ჩაიარა. დაახლოებით 4 საათზე დაბრუნდა სახლში, რაც საქართველოში კარგი შედეგი იყო, რადგან თითოეული კერძის სტუმრებისთვის მირთმევა ცალკე რიტუალი იყო და დიდ დროს მოითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ საზღვაო ძალების უმცროსი ლეიტენანტი ლოუელი ადმირალმა ჯონ დე რობეკმა გამოგზავნა მის დასახმარებლად.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, ვარია ყიფიანმა მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილზე განუცხადა, რომ მრავალმხრივი იყო მისდამი დამოკიდებულება.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილზე ვარია ყიფიანმა ყველას წინაშე ისე გამოუცხადა ბავშვობის სიყვარულის ამბავი, რომ არც კი უგრძვნია უხერხულობა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრნენ: ორბელიანები და მისი 20 და 18 წლის ვაჟები, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი, ქალაქის მერი, არქეოლოგი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მისი ძველი მეგობარი ექვთიმე თაყაიშვილი და პროფესორი ვარია ყიფიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ვახტანგ ღამბაშიძე და მისი რძალი, ახალგაზრდა ამერიკელი ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), პოლკონიკი სტოქსი, უეითი და გრანდი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვირსხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, სოფელ მეჯვრისხევის მასწავლებელი იყო მთიულიშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
გიორგი გვაზავა საქართველოს დამფუძნებელი კრების და ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი იყო.