რეგისტრირებული ფაქტები45905
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კირილე ნინიძეს განსახილველად გადასცეს გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის, ალექსანდრე დარახველიძის მოხსენება ნაანდერძევი ქონების განაღდების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი, კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, სამსონ ბახტაძის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. გამგეობამ ბახტაძეს მაღაზიის გამგედ დარჩენა სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის მოხსენება, ადგილობრივი ქართული სკოლის გიმნაზიად გადაკეთების შესახებ. გამგეობა ბათუმში ქართული გიმნაზიის არსებობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სახალხო განათლების დაწყებითი სკოლების დაარსება და უზრუნველყოფა ქალაქის გამგეობის კომპეტენციას შეადგენდა. უმაღლესი დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ მოხსენებას გამგეობა დაეთანხმა. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილისთვის 1-ლი აპრილიდან ყოველთვიური დახმარების 100-დან 1000 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, ქრისტინე შარაშიძე, კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მოსამსახურეთა თხოვნა ავანსად ერთი თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. მათ სურდათ, ექვსი თვის განმავლობაში ხელფასიდან ყოველთვიურად ჩამოეჭრათ თანხა ავანსის დასაფარად. გამგეობამ გადაწყვიტა, მათთვის მაისის ხელფასის მხოლოდ ნახევარი მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს 35 წლის დამბლადაცემულ პედაგოგს, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს ერთდროულ დახმარებად 3 000 მანეთი გადასცეს, ხოლო ყოველთვიური დახმარება 40-დან 100 მანეთამდე გაუზარდეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ სხვიტორში აკაკი წერეთლის ნაანდერძევი სახლი და ვენახი გადაეცათ შორაპნის სამაზრო ერობისთვისვიმ პირობით, თუ იქ ქალთა პროფესიულ სკოლას გახსნიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის მოხსენება ადგილობრივი ქართული სკოლის გიმნაზიად გადაკეთების შესახებ. მთავარი გამგეობა დასთანხმდა მათ წინადადებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის განცხადება მის მიერ შედგენილი „ბოტანიკის“ დაბეჭდვის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, წიგნი სამინისტროს მოწონებისთანავე დაიბეჭდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 აპრილს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას მისწერა, რომ ფედოსია ანჯაფარიძის ფორმულიარში არ იყო შეტანილი ცნობა მისი ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. ფორმულიარი სათანადო ცნობების შესავსებად უკან უბრუნდებოდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აპრილს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს ონტოფოს შერეული ქალ-ვაჟთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის ფეოდოსია ანჯაფარიძის ნამსახურებითი სია გაუგზავნა და სთხოვა, 1920 წლის პირველი იანვრიდან ის გამგის თანამდებობაზე დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გამგეობის წევრი, განათლების განყოფილების გამგე და საქმისმწარმოებელი ანა მიხეილის ასული კალანდარიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აპრილს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ფეოდოსია ანჯაფარიძე, როგორც გამოცდილი და ენერგიული მასწავლებელი, სასწავლებელში სწავლა-აღზრდის საქმეს შესანიშნავად წარმართავდა. ის მთელ მაზრაში საკვირაო სკოლის გახსნის საქმეში პირველი იყო და გულმოდგინედ მსახურობდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრი, განათლების განყოფილების გამგე და საქმისმწარმოებელი ანა მიხეილის ასული კალანდარიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა სომხეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ბეკზადიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდნენ ქიზიყელები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს მთავრობასთან ერთად დაეცვათ ზაქათალას ოლქი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ვ. ა. ჭიჭინაძის განკარგულებით შექმნილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილს, ისტორიკოს სარგის კაკაბაძესა და ეთნოგრაფ პავლე ინგოროყვას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი მაისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის 1920 წლის ბრძანებით ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიანიჭეს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე.