ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 მარტს განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორ კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილს აუწყა, რომ გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი ელისაბედ დავითის ასული აბდუშელიშვილი ავადმყოფობის გამო ერთი თვით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 მარტს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ გიმნაზიის რუსული განყოფილების ისტორიის მასწავლებელმა კლავდია ალექსეევამ პირველი მარტიდან სამსახურს თავი დაანება. მან მიზეზად მცირე ანაზღაურება დაასახელა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგმა ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძემ მოქალაქეებს ვ. ლ. პუტილოვსა და აბაციევს საქართველოს საზღვრებში თავისუფალი შემოსვლა-გასვლისა და ცხოვრების ნება დართო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ბათომის დღე“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო კონსტანტინეს ასული ფურცელაძე-ნატროშვილისა მარიამ ნიკოლოზის ასული ფურცელაძის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი დიმიტრი გიორგის ძე მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ იასონის ასული ოქროპირიძე-მარუაშვილისა დეკანოზი იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ იასონის ძე ოქროპირიძე დეკანოზ იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს სოფელ ქარელში დეკანოზ იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძე სოფელ ქარელში დეკანოზი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 მარტს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით სასურსათო სამინისტროს გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისა და მისი ორი მომვლელისთვის სასურსათო ბარათებს სთხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ნიადაგს ამზადებენ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში ოლივერ უორდროპს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც გააპროტესტა ბათუმის პორტო- ფრანკოდ (თავისუფალი ეკონომიკური ზონა) გამოცხადება და აღნიშნა, რომ ეს იყო ბათუმის მოსახლეობის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და საქართველო ამ ფაქტს არასდროს შეეგუებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი„საფრთხის წინაშე“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო ივანეს ასული ოცხელი-პოლოლიკაშვილისა იოსებ ოცხელის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა სტეფანეს ასული ოცხელისა იოსებ ოცხელის დედა იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ დედა, ანა სტეფანეს ასლი ოცხელისა, დები – სოფიო ივანეს ასული პოლოლიკაშვილისა და ნინო ივანეს ასული სააკაშვილისა, ძმები – სიმონ, დავით და კონსტანტინე ივანეს ძე ოცხელები იუწყებოდნენ, რომ 27 მარტს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში იოსებ ივანეს ძე ოცხელის სულის მოსახსენებლად წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილის წინადადებით მიიღეს დეკრეტი საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 25 მარტს ნოე ჟორდანიამ თავის მოხსენებაში განაცხადა: „პრინციპულად ბოლშევიკები სცნობენ ერთა თვითგამორკვევას, მაგრამ პრაქტიკულად დღევანდლამდის მათი დამოკიდებულება ჩვენთან ისეთია, როგორც იყო მოხალისეების მხრიდან, როგორც მოხალისეები არ გვცნობდნენ... მათ როგორც წინათ არ სურდათ მენშევიკებთან მეგობრობა, არც ახლა სურთ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „აფხაზეთის არჩევნები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მარტის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ექიმმა ივანე გედევანის ძე გომართელმა წარადგინა დეკრეტი „მიგდებულ ბავშვთა თავშესაფრის“ დაარსების შესახებ. დეკრეტი უკამათოდ მიიღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ლტოლვილნი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით ლეჩხუმის მაზრის სოფ. სასაში მცხოვრებ ერმალოზ გლახოს ძე ონიანს 3000 მანეთის ოდენობით დახმარება გადაეცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს ქრისტინე შარაშიძე, მეთოდე კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.