რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კანცელარიის ბინის ერთი წლით დასაქირავებლად მიწათმოქმედების სამინისტროს საიჯარო განყოფილებასთან კონტრაქტის დადების საკითხი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფიქრის გორის გაყიდვა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნოე ჟორდანიას სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა 1 000 მანეთამდე ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა ხარჯთაღრიცხვის შედგენამდე გადადო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ დავითის ძე ბახტაძის თხოვნა მაღაზიის გამგედ დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მისი გამგედ მიწვევა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ყიფიანის განცხადება წიგნების აკინძვის საფასურის გაზრდის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა ცნობების მოძიებამდე გადადო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის თხოვნა 5-მილიონიანი სესხის აღების შესახებ. გამგეობამ თხოვნა ცნობად მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ 50 000 მანეთის კრედიტი გაუხსნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის ერობის გამგეობის თხოვნა სკოლებისთვის საჭირო სათვალსაჩინო ნივთების დამზადებისა და მიწოდების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ერობისთვის ეცნობებინათ, რომ ამ საკითხის შესახებ შესაბამის დაწესებულებებს ზომები უკვე მიღებული ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება ვაჟა-ფშაველას ნაწერების შეგროვებისა და გამოცემის შესახებ. გამგეობამ ამ საქმის მოწესრიგება პრეზიდიუმს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება ძველი ვალების ჩამოწერის შესახებ. გამგეობამ კარიჭაშვილის წინადადება მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 მარტს (3 აპრილს) მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევისა, თავისი თხოვნის თანახმად, 1920 წლის 28 თებერვლიდან მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და სავაჭრო-სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის ხელშეკრულება დაიდო. ტონაზე 95 ფრანკი ეძლეოდათ. სულ 5 000 ტონა აიღეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გ. დ. ჟურულმა, კომიტეტის წევრებმა – ი. მენაბდემ და ბ. პაპავამ, ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკიმ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელი 29 მარტს დაიდო ხელშეკრულება „ჩემოსა“და სავაჭრო და სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა და ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში ნოე ჟორდანიამ მიუღებლად ჩათვალა ზუგდიდის მაზრის მასწავლებელთა კავშირის მდგომარეობა, ამიტომ საქმე გამოსაკვლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.
1920
ტიპი: ავტორობა
30 მარტს ერევნიდან მოვიდა დეპეშა, რომელშიც ხატისოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სწერდა ყარაბაღში შექმნილი კონფლიქტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი აზერბაიჯანს სომეხთა შევიწროებასა და ხოცვა-ჟლეტაში, ასევე 1919 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა. ხატისოვი ქართულ მხარეს სთხოვდა, გავლენა მოეხდინა აზერბაიჯანის მთავრობაზე, რათა მას შეეჩერებინა თავდასხმა ყარაბ-ზანგეზურზე და ყარაბაღის საკითხი იარაღის საშუალებით არ გადაეწყვიტა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 30 მარტს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომას ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა.
1920
ტიპი: ავტორობა
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 მარტის სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ეფრემის ძე ონიაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი სამაზრო-სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის შემოღების შესახებ. მაზრისა და რაიონის კომისრის ნაცვლად დამტკიცდა მაზრისა და რაიონის მილიციის უფროსის თანამდებობები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 მარტს იტალია-კავკასიის ბანკის გამგემ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აუწყა, რომ ევროპასთან მჭიდრო კავშირისთვის მათ შეიმუშავეს ამიერკავკასიაში რადიოტელეგრამის ექსპლოატაციისა და დამოუკიდებელი საზოგადოების დაარსების პროექტი.