ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 დეკემბერს ქუთაისში ეფემია მესხმა საბენეფისოდ წარმოადგინა დრამა „ადრიენა ლეკუვრერი", რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და კოტე მესხი.

1817

ტიპი: ღონისძიება

1817 წლის 24 ოქტომბერს ბახუტა ბაქრაძემ სხვავის მონასტერს შესწირა სხვავის მცხოვრებლები, ყმები დავითიკი, ივანიკა და შაქარა ქურციკიძეები.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 6 იანვარს თბილისის „კრუჟოკის" დარბაზში თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად გაიმართა მეჯლისი, რომლის გამგე იყო ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანი. ბილეთის ფასი – 2 მან. და 10 კაპ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი ლევან კ. ზუბალაშვილი“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ვასილ არაბიძე ჭიათურის თეატრის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: გარდაცვალება

საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი 1914 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „ხაშურის თეატრი გარშემო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერი ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (სუნთქვა) II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის თხზულების „ცრემლების კრიალოსანი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ კ. ფოცხვერაშვილის კონცერტი (7 დეკემბერს)“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის ხელმწიფის წინაშე წარმოთქმული სიტყვა ქართული კულტურული დაწესებულებების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ XII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მოთხრობა „არწივის ბარტყები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-уლი იანვრის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის „ელეგია“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს რეჟისორი იუზა ზარდალიშვილი ბაქოს დრამატული საზოგადოების დასში მიიწვიეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს ბაქოს დრამატულ წრეში რამდენიმე წარმოდგენის გამართვის შემდეგ ვალერიან შალიკაშვილი ჭლექით დაავადდა და დასს ჩამოშორდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დავით კასრაძემ ოთხმოქმედებიანი დრამა „ციხის ცრემლები“ დაწერა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის დეკემბერში გამოვიდა გრიგოლ ჩარკვიანისა და მიხეილ გაჩეჩილაძის მიერ შედგენილი 1915 წლის კედლის კალენდარი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის დეკემბერში გამოვიდა მიხეილ გაჩეჩილაძის მიერ შედგენილი 1915 წლის სახალხო კალენდარი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სეზმან ერთაწმინდელმა ახალი თხზულება „ლურჯი ხალათი“ დაწერა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ბაქოს დრამატულმა წრემ რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი მიიწვია და მისი მონაწილეობით რამდენიმე წარმოდგენა გამართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 დეკემბერს ხარფუხის სცენისმოყვარეებს სერგო პეპანოვის რეჟისორობით ივანე გიგოშვილის ხუთმოქმედებიანი დრამა „შურისძიება“ უნდა წარმოედგინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის დეკემბერში დაიბეჭდა და გასაყიდად გამოვიდა ჯაჯუ ჯორჯიკიას ნაწერები.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოებრივ დარბაზში კოტე ფოცხვერაშვილის კონცერტი გაიმართა.

1814

ტიპი: ღონისძიება

1814 წლის 4 აპრილს ტატუა ჩიკვაიძემ სხვავის მონასტერს შესწირა ოთხი კასრი ღვინო და სამი კოდი პური, სამაგიეროდ ყოველ დიდმარხვის მეორე კვირას ერთ მღვდელმონაზონს მისთვის კერძო ჟამისწირვა უნდა გადაეხადა.