ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45314

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას სიტყვა, წარმოთქმული დამფუძნებელი კრების სხდომაზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ბრძოლა სათბობ მასალის კრიზისის წინააღმდეგ“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „არა-სოციალისტურ პარტიათა კონფერენცია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვენდა წერილი „პრესა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „დამფუძნებელი კრებისათვის“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე სამთო სამმართველოს გამგე ივანე ყიფშიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოში ნავთის წარმოების შექმნის უახლოესი პერსპექტივების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს, საღამოს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვარს, საღამოს, არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტური პარტიების კონფერენციაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს საგარეო მდგომარეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს, 7 საათზე საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში გაიმართებოდა კრება. მოხსენებებს წაიკითხავდნენ: ინჟინერი ა. ცეიტლინი − „საქართველოს ნავთის მრეწველობის ისტორია“, ინჟინერი ი. ყიფშიძე − „უახლოესი პერსპექტივები საქართველოში ნავთის მრეწველობის შექმნისა“ და ასევე „ტყვარჩელის ქვა-ნახშირი და საკონცესიო ხელშეკრულება იტალიელებთან“. დასწრება თავისუფალი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებამ (თავმჯდომარე ალექსანდრე შანშიაშვილი) ერთხმად დაადგინა, გაერთიანებული პარტიისთვის ეწოდებინათ „საქართველოს დემოკრატიული პარტია გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია და უპარტიოთა კავშირი“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს გამართული არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე შანშიაშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ზაქარია ჯავახიშვილის ძმა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო სარგის კაკაბაძის ახალი სახელმძღვანელო „შემოკლებული ისტორია საქართველოსი“ (ახალი საუკუნეების ეპოქა), „სორაპნის“ გამოცემა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ან-ბანის ფსევდონიმით ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „შიოლა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესსა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „იძულებითი პრინციპი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 იანვარს არასოციალისტური პარტიების კონფერენციის სხდომაზე საშინაო პოლიტიკის შესახებ მომხსენებელი სპირიდონ კედია იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს აკაკი ჩხენკელის დიდი ძალისხმევით მოკავშირეთა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურედ აღიარა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ აირჩია მთავარი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარეებად - ვასილ წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე, წევრებად - სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, შალვა ქარუმიძე, პართენ გოთუა, კონსტანტინე აფხაზი, რაფიელ ინგილო, შალვა ამირეჯიბი, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, კონსტანტინე ტყავაძე, იასონ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ახმეტელი, სერგო დანელია, ტიტე მარგველაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, ნიკოლოზ წვერავა, მიხეილ ჯავახიშვილი, ლევან ჯაფარიძე, იასონ ჯავახიშვილი, მიხეილ იშხნელი, ვახტანგ ღამბაშიძე, ნიკოლოზ თავდგირიძე, ალექსანდრე თორაძე, იასონ აფაქიძე, ნესტორ მაღალაშვილი, გიორგი ამირეჯიბი, იოსებ ხანანაშვილი, დიმიტრი დუმბაძე, ელისე პატარიძე, კალისტრატე მისაბიშვილი და ნიკოლოზ დგებუაძე.

პირები
კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი სპირიდონ მალხაზის ძე კედია გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი ვასილ გიორგის ძე წერეთელი ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა რაფიელ ალექსანდრეს ძე ივანიცკი (რ. ინგილო) დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა) ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე სერგი იოსების ძე დანელია გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილი დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ნიკოლოზ ესტატეს (ევსტათის) ძე წვერავა მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ადამაშვილი) ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე ნიკოლოზ (ნიკო) ყარამანის ძე თავდგირიძე ალექსანდრე დავითის ძე თორაძე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე კალისტრატე მისაბიშვილი
წყარო

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იესე დანელია სერგი დანელიას მამა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სერგი დანელია იუწყება მამის, იესე დანელიას გარდაცვალებას.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 27 იანვარს იესე დანელიას სოფელ ბანძაში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ქვარიანის წერილი „რა უშველის ერის საშინელ გაჭირვებას?“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა“, რომელშიც მიმოხილულია გაზეთ „ერთობის“ პუბლიკაციები.