ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46066

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 172 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 173 ბრძანებით, გრიგოლ მიხეილის ძე ვართანოვი გორის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მაისს სახელმწიფო თეატრში ო. ა. შულგინას ბენეფისია. შეასრულებს ეთერის როლს ზ. ფალიაშვილის „აბესალომსა და ეთერში“, იუწყება „ერთობა“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N174 ბრძანებით დანიშნულია გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული ორკლასიანი სკოლის პედაგოგად ი. გ. კოპინაშვილი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 25 ივნისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლონგშამპის რბოლებზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 24 სექტემბერს აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ განათლების სამინისტროს დავალებით ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორმა ზაალიშვილმა დაამთავრა თბილისის კერძო სრულუფლებიანი გიმნაზიების რევიზია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „მაისი“.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 8 აპრილს თბილისში დაკრძალეს მინადორა გორგილაძისა, რომელიც ს.დ.მ.პ. ლიტერატურას არალეგალურად ავრცელებდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ბარათში გამოხატავს მადლიერებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ, იმ თვის 26 რიცხვის გზავნილთან დაკავშირებით.

1959

ტიპი: გარდაცვალება

1959 წლის 3 იანვარს გიორგი პავლეს ძე ერაძე აკაკი ჩხენკელის უბედური შემთხვევის შესახებ წერს. ამ შემთხვევიდან 2 დღეში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი პარიზში გარდაიცვალა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 2 დეკემბერს სოსო გოგოლაშვილი წერილში სთხოვს აკაკი ჩხენკელს, რომ შეატყობინოს ბათუმიდან ევროპაში გამგზავრების თარიღი და გემის სახელწოდება, რათა ღირსეული შეხვედრა მოუწყოს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 თებერვალს ბათუმის თავი კონსტანტინე საბახტარაშვილი სწერს აკაკი ჩხენკელს წერილს თბილისისა და ქუთაისის გუბერნიიდან ჯარების ბათუმისაკენ გადაადგილების შესახებ და უსურვებს მას მხნეობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 დეკემბერს ნიკოლოზ გოცირიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, სოფიო ანკარას, ნატალია ჯავახიშვილის, სოფიო რომანიშვილის, ი. მინდიაშვილის, ალექსი მეტრეველისა და ვ. რატიშვილის მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი „ხანუმა".

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს დემოკრატიულმა კლუბმა „მუშტაიდმა“ გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რეჟისორ პ. ფრანგიშვილს ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით უნდა წარმოედგინა ნინოშვილის მოთხრობიდან გადმოკეთებული პიესა „ქრისტინე“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მიხეილ ფაჩუაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, პავლე საყვარელიძე, სპირიდონ კედია, ირაკლი წერეთელი, გრიგოლ ვეშაპელი, რევაზ გაბაშვილი, აკაკი ფაღავა. დადგინდა, საშუალო და დაწყებით სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ყოფილიყო. ასევე საქართველოს ისტორიის სწავლება სავალდებულო უნდა ყოფილიყო არაქართველთათვისაც, მაგრამ ვინაიდან მოსწავლეებმა ქართული არ იცოდნენ, დროებით შეეძლოთ რუსულად ესწავლათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებას ესწრებოდნენ: მინისტრი ნოე რამიშვილი, სარედაქციო კომიტეტის წევრი შალვა ამირეჯიბი, სასკოლო და საფინანსო კომისიების წევრი ნოე ცინცაძე, რაჟდენ არსენიძე (სოციალ-დემოკრატი), სპირიდონ კედია, გიორგი გვაზავა, რევაზ გაბაშვილი, (ნაციონალ-დემოკრატები), ახვერდოვი („გუმეტი“), აკაკი ფაღავა, სამსონ დადიანი, თევდორე ღლონტი (სოციალ-ფედერალისტები), იასონ ლორთქიფანიძე, პეტრე ქავთარაძე (საფინანსო კომისიის წევრები), ალექსანდრე ახმეტელი (რადიკალ-დემოკრატი), მდივანი იოსებ აბაკელია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 მარტს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს, წერილით (სავარაუდოდ სტამბულიდან) შეატყობინა, რომ დააარსეს ჯარისკაცებისა და ოფიცრების ორგანიზაციები და თვითონ იყო აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 3 ოქტომბერს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს, გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ წაიკითხა „რუსთველიანა“ და, მისი აზრით, შოთა რუსთაველის ვინაობა ცნობილი გახდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს „ერთობა“ იუწყებოდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს არეთა ქიქოძემ ანიჩკა, თამარ და ქრისტინე შარაშიძეებს ოზურგეთიდან თბილისში გაუგზავნა ნინო ქიქოძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის დეპეშა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს არტაანს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი და გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე ეწვივნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრის „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი წევრისგან შედგებოდა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია და რა თანამდებობები ეკავა თითოეულ მათგანს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს გაიმართა თბილისის სამაზრო ერობის წევრთა მე-8 ყრილობამ უკანასკნელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით ერობის წევრებად აირჩია: დავით ონიაშვილი (ს.დ.) – თავმჯდომარედ, ესტატე ავალიშვილი, ივანე ხელაძე, გიორგი ჯიღაური, მიხეილ იშხანოვი; სარევიზიო კომისიაში აირჩიეს მაქსიმე ბერძნიშვილი.