ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50684

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა სხდომა საუწყებათშორისი კომისიისა, რომელსაც, დამფუძნებელი კრების მიერ 8 ივლისს მიღებული დეკრეტის თანახმად, დავალებული ჰქონდა ორი მილიონი თანხის განაწილების წესის შემუშავება და შემდეგ ქართველი ახლგაზრდების გაგზავნა საზღვარგარეთ სპეციალური სწავლა-განათლების მისაღებად ან ცოდნის შესაძენად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს მცირე კომისიისაგან შემუშავებული სია საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაგზავნი ღირსეული კანდიდატებისა და ამ სიის მიხედვით დაამტკიცეს და სტიპენდია დაუნიშნეს სხვადასხვა სამინისტროს კანდიდატებს.

1919

ტიპი: თანამდებობა

გზათა დეპარტამენტის 1919 წლის 7 ნოემბრის N101 განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის დირექტორი ბესარიონ ჭიჭინაძე, 1-ელი ნოემბრიდან ვასილ ალექსანდრეს ძე დემიდოვი გათავისუფლდა სახაზინო რკინიგზის იურისკონსულტის თანაშემწის მოვალეობიდან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს საქმის მწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე მიმართავს თხოვნით, სენატის სამოქალაქო საქმეთა საკაასაციო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის თანამდებობა გაათავისუფლონ და სრულიად სამსახურიდან. ასევე, ითხოვს უშუამდგომლოს მინისტრის ამხანაგთან, რათა ერთდროული დახმარების სახით მისცეს 1 თვის ჯამაგირი. თავისი ნივთიერი მდგომარეობის შესახებ არაფერს ეუბნება, რადგან თავად დირექტორსაც კარგად მოეხსენება მათი მატერიალური მდგომარეობა. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი კ.აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ნოემბერს ოლივერ უორდროპი ამერიკული მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. მათ თათრებსა და სომხებს შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამტრედიის განყოფილებას სთხოვა, რომ განყოფილების ლიკვიდაციის გამო მთელი თანხა გადმოეგზავნათ მთავარი გამგეობისთვის.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს (იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლებს) გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლის შესახებ ატყობინებდა. მოხალისეთა ჯარის მიერ დაპყრობილ ოლქებში ხალხი აჯანყდა. ცხადი იყო, რომ აჯანყების ჩასაქრობად მოხალისეთა ლაშქრის სარდლობა შეტევას დაიწყებდა, რასაც მხარეში ანარქია მოჰყვებოდა. საქართველოს მთავრობას არ სურდა იარაღით ჩარეულიყო და სთხოვდა მოკავშირეთა კომისარს, ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით და მათი თვითგამორკვევის უფლებით გადაეჭრა ეს საკითხი.

1919

ტიპი: თანამდებობა

ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს იყო ქართული ლატარიის გამგეობის თავმჯდომარე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პროფესორმა ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილმა სახელმწიფო თეატრში გამართული ქართული ლატარიის გათამაშების სხდომა სიტყვით გახსნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს დირექტორმა ალექსანდრე მდივანმა მიმართა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან გეომეტრიის მასწავლებლად მ. ბალანჩივაძე დაენიშნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 ნოემბერს თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორი ალექსანდრე მდივანი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი განათლების სამინისტროს საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვენ, რომ მ. ბალანჩივაძე 1-ელი ოქტომბრიდან მისდამი დაქვემდებარებულ სკოლაში გეომეტრიის მასწავლებლად დაამტკიცონ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ პრემიერისთვის ქართულ სამუსიკო საზოგადოებაში დაიწყო საოპერო სტუდიისა და კაპელის გაერთიანებული რეპეტიციები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ნოემბერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ 1-ელი ოქტომბრიდან ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლის ფერშლად პეტრე მაღაევი დანიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ნოემბერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ გორის სამაზრო ერობას სთხოვა, ეცნობებინა ჯავის უმაღლესი სასწავლებლის გამგისთვის 3 ოქტომბრის N34 შუამდგომლობის პასუხი, რომ განათლების სამინისტრო დავით გიკაევის მასწავლებლად დანიშვნის წინააღმდეგი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ნოემბერს თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა ალ. მდივანმა საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მ. ბალანჩივაძის გეომეტრიის მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა. ასევე მისწერა, რომ ქუთაისის სახალხო სკოლების უფროსისაგან ბალანჩივაძის დოკუმენტების მიღებას ათი დღის განმავლობაში ელოდებოდა, მაგრამ არ მიუღია. ხელს აწერენ: დირექტორი ალ. მდივანი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 7 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მიმართა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან სასწავლებლის უმაღლესი დაწყებითი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად მ. ბალანჩივაძე დაენიშნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 ნოემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობეს, რომ სასწავლებელთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად 1919 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მ. ბალანჩივაძე დანიშნეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 ნოემბერს ოლივერ უორდროპი, უეითი, გრანდი და მამუკა ორბელიანი სიღნაღის, გურჯაანის, თელავისა და წინანდლის დასათვალიერებლად კახეთში გაემგზავრნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 ნოემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე გაიგებდა, რას გეგმავდა ანტანტა საქართველოსთან დაკავშირებით.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 7 ნოემბრის N31 განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და მთავრობის საქმეთა მმართველი კონსტანტინე ჯაფარიძე, ცენტრალურ სახელმწიფო დაწესებულებათა შენობის გამგის თანაშემწედ დაინიშნა ლევან ანტონის ძე შოთნიაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 7 ნოემბრის N31 განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და მთავრობის საქმეთა მმართველი კონსტანტინე ჯაფარიძე, ცენტრალურ სახელმწიფო დაწესებულებათა შენობის გამგის თანაშემწედ დაინიშნა ნიკოლოზ სიმონის ძე ფილია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს, დამფუძნებელი კრების დადგენილების თანახმად, ვასილ ალექსანდრეს ძე დემიდოვი სენატის წევრად დანიშნეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ნოე რამიშვილმა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა დელეგატების ყრილობაზე ტექნიკური ძალების არქონის პრობლემაზე ისაუბრა, რაც აფერხებდა არა მარტო პროფესიულ განათლებას, არამედ სახელმწიფო შემოქმედებასაც. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაკლი ახლო მომავალში გამოსწორდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს კონსულმა ოდესაში ევსეი უშვერიძემ მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სტანისლავ პატეკის მადლობის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევსეი უშვერიძე სიცოცხლის ფასად იცავდა პოლონეთის მოქალაქეებს ბოლშევიკური ტერორისგან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის მოადგოლე თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და წევრები: შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ი. გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა.