ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46066

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სოფრონ ბერულავას ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრისთვის სოფელ ლესიჭინის სკოლაში სწავლობდა 30 ვაჟი და 2 ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა სოფრომ ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფ. ლესიჭინის სკოლას არ მიუღია სასწავლო ნივთები, სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები ღარიბთათვის დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ლესიჭინის სკოლის მასწავლებელმა სოფრომ ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 7 დეკემბერს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა ვლადიმერ ჯავახიშვილმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ თეოფილე კანდელაკის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებელში 17 ღარიბი მოსწავლე იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ თეოფილე კანდელაკის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრისთვის სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებელში სწავლობდა 35 მოსწავლე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს სოფელ ჯუმათის სკოლის მასწავლებელმა მელენტი ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 4 დეკემბერს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ 6 თებერვალს სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებელში მიიღეს 50 წიგნი, მათ შორის 6 ეგზემპლარი „დედა ენა“, „ლოცვანი“ – 3, ჯუღელის „წერის დედანი“ – 1, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, მ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ახალი აღთქმა - 1, „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებილნი სიბრძნე-სიცრუიდგან და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 3.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება მეჯვრისხევის სასოფლო სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, მეჯვრისხევის სკოლისთვის საჭირო იყო: 15-15 ეგზემპლარი „დედა ენა“, „ბუნების კარი“, სახატავი რვეულები (დახაზული ნიმუშები), ჯუღელის ან უმიკაშვილის წერის დედანი, ლოცვანი, ლაზარე ტურიევის „საღმრთო ისტორია“ და „ლოცვების განმარტება“, 2 ეგზემპლარი ოლ. დიდებულიძის თარგმნილი „არითმეტიკული გამოცანები“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა მელენტი ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეების გარდა სოფელ ჯუმათში იყვნენ სხვა ბავშვებიც, რომელთა მშობლებსაც არ შეეძლოთ სასწავლო წიგნებისა და ნივთების შეძენა და ამ მიზეზით არ შემოჰყავდათ სკოლაში.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ მელენტი ჩხარტიშვილის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრისთვის სოფელ ჯუმათის სკოლაში იყო 19 მოსწავლე, რომელთაც თავად არ შეეძლოთ სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების ყიდვა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ მელენტი ჩხარტიშვილის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრისთვის სოფელ ჯუმათის სკოლაში სწავლობდა 37 ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა მელენტი ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ სოფელ ჯუმათის სკოლის მოსწავლეთათვის დასარიგებლად არ მიუღიათ წიგნები, სახელმძღვანელოები და სასწავლო ნივთები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა მელენტი ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ ჯუმათის სკოლას ესაჭიროებოდა: „ბუნების კარი“ – 9 ეგზემპლარი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 7, „როდნოე სლოვო“ II ნაწილი – 2, გ. დიდებულიძის ქართულად თარგმნილი „საღმრთო ისტორია“ – 10, ქართული „ლოცვანი“ – 1, „ლოცვების განმარტება“ – 4, არითმეტიკის კრებული, I ნაწილი – 10, „დედა ენა“ – 10, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ – 10 და რუსულ-ქართული ლექსიკონი – 10.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს სოფელ მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1-ლ სექტემბერს მიღებული წიგნები არ დაურიგებია სკოლის მოსწავლეთათვის, რადგან მას მუშაობა მხოლოდ ერთი თვის დაწყებული ჰქონდა და შეგირდებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ვლადიმერ ჯავახიშვილის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრისთვის სოფელ მარტყოფის სკოლაში სწავლობდა 35 მოსწავლე ვაჟი და ჯერჯერობით არცერთი ქალი. მათგან 8 ძალიან ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ვლადიმერ ჯავახიშვილის ცნობით, სოფელ მარტყოფის სკოლა 1881 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით ძალიან ღარიბი იყო და ყველა ნივთი სჭირდებოდა, წიგნები ჯერჯერობით საჭირო არ იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 29 ნოემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ჭოღის მასწავლებელმა სოფრომ ხომერიკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სოფრომ ხომერიკის ცნობით, 1881 წლის 29 ნოემბრისთვის სოფელ ჭოღის სკოლაში სწავლობდა 15 მოსწავლე ვაჟი, მათგან 10 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 29 ნოემბერს სოფელ ჭოღის სკოლის მასწავლებელმა სოფრომ ხომერიკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო მხოლოდ ერთხელ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 30 ნოემბერს სოფელ რუისის სკოლის მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 30 ნოემბერს სოფ. ველევის სკოლის მასწავლებელმა იასონ კიკვიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 30 ნოემბერს სოფელ ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელმა ონისიმე ძოწენიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 30 ნოემბერს სოფელ ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელმა ონისიმე ძოწენიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით მოახსენა, რომ იმჟამად ძველი სასწავლო პროგრამა იცვლებოდა და ელოდნენ ახალს, ამიტომ არ იცოდა, რამდენი წიგნი და სასწავლო ნივთი იქნებოდა მომავალი წლისთვის საჭირო. განაცხადს ის დაწვრილებით წარმოუდგენდა ახალ სასწავლო პროგრამის მიღების შემდეგ.