ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განათლების სამინისტროს შუამდგომლობა საზოგადოების წინაშე საზოგადოება „შევარდენის“ ყველა გამოცემის 5%-იანი დაკლებით მაღაზიაში მიღების თაობაზე. განჩინების თანახმად ფასდაკლება 10% უნდა ყოფილიყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მაღაზიის ნოქარი ივანე მელაძე სთხოვს 10000 მანეთს ერთდროული დახმარების სახით ან თუ ეს შეუძლებელია, იმავე თანხას თავისი ჯამაგირიდან. გამგეობამ გადაწყვიტა, ვაჭრობის შემცირების მიზეზით ივანე მელაძის თანამდებობიდან განთავისუფლება და მისთვის სალიკვიდაციოს მიცემა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მუშათა მაგიდის განცხადება არსებული დეფიციტის დაფარვის თაობაზე. განცხადების თანახმად თითოეულ მოსამსახურეზე საჭირო 10000 მანეთი 1 თებერვლამდე უნდა შეეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პურის მიწოდება შეწყდებოდა. ვინაიდან პურის რაციონით 13 მოსამსახურე სარგებლობდა, შესატანი იყო 13000 მანეთი. გამგეობამ თანხის შეტანა დაადგინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თ. კიკვაძის მოხსენება საზოგადოებრივ საქმეთა მდგომარეობის შესახებ და ვართაგავას მოხსენება. კრებამ მოისმინა მხოლოდ კიკვაძის განცხადება და პრეზიდიუმის პასუხი, ამიტომ განჩინების თანახმად ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა მისთვის ავანსის 30 000 მანეთამდე გაზრდის თაობაზე. იმ დროისთვის მისი წიგნი ჯერ კიდევ არ იყო დაბეჭდილი. ჯავახიშვილის თქმით, ხელნაწერი თვითონ სტამბამ დაუბრუნა, ამიტომ შეჩერდა წიგნის ბეჭდვა. ჯავახიშვილს გარკვეული ხელით გადაწერილი საბოლოო ტექსტის წარდგენა დაევალა, რის შემდეგაც განიხილავდა გამგეობა მის თხოვნას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ია კარგარეთელის სახალისო სიმღერების გამოსაცემად რკინიგზის სტამბამ ავანსად 100 000 მანეთი ითხოვა. გამგეობამ სტამბის თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ რუბრიკით „ჩვენი კორესპონდენტები“ გამოქვეყნდა წერილი „თელავის ქალაქის გამგეობის საქმიანობა“. ხელს აწერს გ−ი−ა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით წერილი „მწარე ფიქრები“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას სიტყვა, წარმოთქმული დამფუძნებელი კრების სხდომაზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ბრძოლა სათბობ მასალის კრიზისის წინააღმდეგ“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „არა-სოციალისტურ პარტიათა კონფერენცია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვენდა წერილი „პრესა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „დამფუძნებელი კრებისათვის“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე სამთო სამმართველოს გამგე ივანე ყიფშიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოში ნავთის წარმოების შექმნის უახლოესი პერსპექტივების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს, საღამოს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვარს, საღამოს, არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტური პარტიების კონფერენციაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს საგარეო მდგომარეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს, 7 საათზე საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში გაიმართებოდა კრება. მოხსენებებს წაიკითხავდნენ: ინჟინერი ა. ცეიტლინი − „საქართველოს ნავთის მრეწველობის ისტორია“, ინჟინერი ი. ყიფშიძე − „უახლოესი პერსპექტივები საქართველოში ნავთის მრეწველობის შექმნისა“ და ასევე „ტყვარჩელის ქვა-ნახშირი და საკონცესიო ხელშეკრულება იტალიელებთან“. დასწრება თავისუფალი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებამ (თავმჯდომარე ალექსანდრე შანშიაშვილი) ერთხმად დაადგინა, გაერთიანებული პარტიისთვის ეწოდებინათ „საქართველოს დემოკრატიული პარტია გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია და უპარტიოთა კავშირი“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს გამართული არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე შანშიაშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ზაქარია ჯავახიშვილის ძმა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო სარგის კაკაბაძის ახალი სახელმძღვანელო „შემოკლებული ისტორია საქართველოსი“ (ახალი საუკუნეების ეპოქა), „სორაპნის“ გამოცემა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ან-ბანის ფსევდონიმით ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „შიოლა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესსა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „იძულებითი პრინციპი“ გამოქვეყნდა.